ფილადელფიაში ჩამოვარდა სამედიცინო თვითმფრინავი ბორტზე ექვსი ადამიანით
თვითმფრინავში მყოფები მექსიკის მოქალაქეები იყვნენ. ცნობებით, თვითმფრინავით მკურნალობის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ პაციენტი გოგონა და მისი დედა, დანარჩენები ეკიპაჟის წევრები იყვნენ. კომპანიის წარმომადგენლის თანახმად, ამგვარი რეისების მომსახურე პერსონალს გულმოდგინედ ამზადებენ და თვითმფრინავებიც ყურადღებით მოწმდება.
თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა სიჩქარის აკრეფის დროს და ჩამოვარდა ფილადელფიის ხალხმრავალ გზაჯვარედინზე, სადაც სავაჭრო ცენტრია. რამდენიმე შენობას ხანძარი გაუჩნდა, იტყობინება Associated Press-ი.
აშშ-ი ეს ბოლო დღეებში უკვე მეორე ავიაკატასტროფაა, მას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „როგორი სევდაა, იმის ნახვა. როგორ ვარდება თვითმფრინავი ფილადელფიაში. დაიკარგა კიდევ მეტი უდანაშაულო ადამიანი“ დაწერა მან.
29 იანვარს ვაშინგტონის რეიგანის სახელობის აეროპორტზე მოხდა კატასტროფა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ახალგაზრდა მოციგურავეები, შეეტაკა სამხედრო შვეულმფრენს, რომელშიც სამი ჯარისკაცი იყო.