Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"ახალი თეატრი" რეგიონებში გადის - საპროტესტო მანიფესტს ბათუმში, ევროპის მოედანზე ელოდებიან

0
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში გადის. პირველი ქალაქი ბათუმია. დასი ბათუმისკენ უკვე გაემგზავრა.


წინასწარი ინფორმაციით, თეატრი საპროტესტო მანიფესტით ხალხის წინაშე 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე წარდგება. „ახალი თეატრის” ინფორმაციით, ბათუმის მერიაში შეტანილია შესაბამისი განცხადება.


„შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება!“, - მიმართავს დასი ბათუმის მერიას.


 




წინასწარ ცნობილი გეგმით, მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ. ამის შესახებ „ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა თბილისიდან გამგზავრების წინ განაცხადა. 


„ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა - სოლიდარობა ერთმანეთისვე მიმართ. მთავარი, რის გამოც ჩავდივართ, არის ის, რომ მათ მოვუსმინოთ”, - განაცხადა დოიაშვილმა.


ღონისძიების ზუსტი დეტალები ჯერ უცნობია. აქამდე დაუზუსტებელი იყო დრო და ადგილიც.




„ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტი ხვალ, 2 თებერვალს სამეგრელოში ჩავა.


თეატრის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი, როდესაც თბილისში, „ახალი თეატრის” მსახიობებმა და რეჟისორებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის - „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.


 




დავით დოიაშვილმა 23 იანვარს აღნიშნა, რომ ეცადნენ „დიალოგი გამოენახათ“ პროკურატურასთან, თუმცა „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“. ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროში რჩება და „ახალი თეატრი“ სპექტაკლებს არ მართავს.


უკვე ორ თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Муховой и не смогла выйти в полуфинал турнира WTA в Линце






13 февраля состоится онлайн-конференция компании e-staff «Автоматизация подбора персонала 2025»

В Москве арестовали мужчину, повредившего более 20 машин

"Не было хитрых либералов": Скандал с Домодедово обнажил большую проблему России, объяснил Пинчук

«Единая Россия» проведет «Диктант Победы» в 80 странах мира