რუსეთის ფედერაციის ბურიატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეში ვერ აშენებენ ახალ საავადმყოფოს, „რთული ფინანსური ვითარების“ გამო. ფედერაციის საბჭოს წევრი ბურიატიიდან, ვიაჩესლავ ნაგოვიცინი საკუთარ ტელეგრამარხზე წერს, რომ ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა 2028 წლისთვის გადაიტანეს.