ნეთანიაჰუ 2 თებერვალს აშშ-ში გაემგზავრება ტრამპთან შესახვედრად - ნეთანიაჰუს ოფისი
ნეთანიაჰუ 4 თებერვალს, თეთრ სახლში, ტრამპთან შესახვედრადაა მიწვეული.
ისრაელის პრემიერი და აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავენ ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას, ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფების) ხელში მყოფი მძევლების საკითხს, ასევე დაპირისპირებას ირანსა და მის რეგიონულ მოკავშირეებთან, ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.