ოპერატორი, სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ 1 თებერვალს დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას [პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] ედავებიან. ადვოკატმა დაცვის ქვეშ მყოფი სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.