Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

პოლტავაზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

0
1 თებერვალს, დილით, პოლტავაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 17-მდე.


დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.


მაშველებმა ნანგრევებიდან 20-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს. სახლის სადარბაზო პირველიდან მეხუთე სართულამდე დანგრეულია. დაზიანდა მეზობელი სახლები და 12 ავტომანქანა. პოლტავის რაიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.




ხარკოვს, დილით, თავს დაესხნენ უპილოტო საფრენი მოწყობილობებით, რომელთაგან ერთი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.


ზაპოროჟიეში, თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ქალაქის რამდენიმე უბანში ხანძარი გაჩნდა. კიევის რაიონში ჩამოგდებული თვითმფრინავების ნამსხვრევები ორ რაიონში ჩამოცვივდა. არავინ დაშავებულა, ნათქვამია საოლქო ადმინისტრაციის განცხადებაში. ბორისპოლსკისა და ფასტოვსკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა, ცეცხლი უკვე ჩააქრეს.


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყობინება სუმის რაიონზე თავდასხმის შედეგად, ორი დაღუპულის შესახებ.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1 თებერვალს დილის ცნობაში იტყობინება თავდასხმების შესახებ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვის მრეწველობის მუშაობას, სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურას, უპილოტო საფრენი მოწყობილობების შესანახ და გასაშვებად მოსამზადებელ ადგილებს, აგრეთვე ცოცხალი ძალისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის თავმოყრის ადგილებს.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв: мой уровень далёк от уровня топ-10






Собянин поздравил ветеранов ВОВ с 82-й годовщиной завершения Сталинградской битвы

Массовое отравление детей в московской гостинице: Возбуждено уголовное дело

Два человека погибли при пожаре в многоэтажке на юго-востоке Москвы

Футболист «Реала» Рюдигер выбыл из строя из-за травмы