ფლამანდიელი ნაციონალისტი პირველად გახდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი
დე ვევერმა, რომელიც ადრე მხარს უჭერდა ფლანდრიის ფართო ავტონომიას, ბელგიისგან გამოყოფამდეც კი, ერთგულება შეჰფიცა მეფეს, რომელიც ითვლება ბელგიის ფედერალური სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ.
"ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა" წარმატებას მიაღწია გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება, განსაკუთრებით ბელგიის ფრანგულენოვანი ნაწილის, ვალონიის პარტიების მონაწილეობის გარეშე. მოლაპარაკებები ახალი კაბინეტის ფორმირების თაობაზე დაახლოებით 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხუთი პარტიის კოალიციის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. "ახალი ფლამანდიური ალიანსის" გარდა, კოალიციაში შევიდნენ ფლამანდიელი ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები, ასევე ფრანგულენოვანი თემის პარტიები, "ცენტრისტული რეფორმების მოძრაობა" და "ჩართულობა" (Les Engagés). მთავრობას 150- ადგილიან პარლამენტში 81 ადგილი ექნება.
ახალი მთავრობა იდეოლოგიურად უფრო მემარჯვენეა, ვიდრე ალექსანდერ დე კროოს წინა კაბინეტი. მისი პრიორიტეტები მოიცავს მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას, სოციალური პოლიტიკის რეფორმას, მათ შორის საპენსიო რეფორმას და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას. ბელგიის ახალი მთავრობა რუსეთისა და უკრაინის მიმართ პოლიტიკას მნიშვნელოვნად არ შეცვლის.
ბელგიაში ფლამანდიელი ნაციონალისტების ხელისუფლებაში მოსვლა არის გაგრძელება ოპოზიციაში მყოფი მემარჯვენე და ნაციონალისტური ძალების გაძლიერების ტენდენციისა ევროპის ქვეყნების მთავრობებში. მეზობელ ნიდერლანდში, კერძოდ, სამთავრობო კოალიციას "თავისუფლების პარტია" შეუერთდა. ამავე დროს, "ახალი ფლამანდიური ალიანსის" პოზიციები ბოლო წლებში უფრო ზომიერი გახდა, ვიდრე ადრე.