კურსკის რეგიონში პრიმორსკის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ეფრემოვი დაიღუპა
გუბერნატორის თანახმად, 52 წლის ეფრემოვი იმ დროს დაიღუპა, როდესაც საბრძოლო დავალებიდან ბრუნდებოდა. ტელეგრამის არხების ცნობით, მანქანა, რომელშიც ეფრემოვი იჯდა, კურსკის რეგიონში ნაღმზე აფეთქდა. მის გარდა, დაიღუპა კიდევ ერთი რუსი ოფიცერი, რომლის სახელიც არ გახმაურებულა.
სერგეი ეფრემოვი ომში მოხალისედ მას შემდეგ წავიდა, რაც უკრაინის არმიამ გასული წლის აგვისტოში დაიკავა კურსკის რეგიონის ქალაქი სუჯა და ოლქის მნიშვნელოვანი ტერიტორია. ყოფილი მოხელე სათავეში ედგა მოხალისეთა რაზმ "ტიგრს", რომელიც 2022 წლის ზაფხულში პრიმორსკში, წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა. 2024 წლის თებერვლიდან იგი იყო პრიმორსკის ვიცე-გუბერნატორი და ზედამხედველობდა რეგიონის შიდა პოლიტიკას.