2 თებერვალს აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დაკავებულ რვა პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას.