იაპონური საგამოძიებო მედია „ბუნშუნი“ (Shūkan Bunshun) იუწყება, რომ საქართველოს მოქმედი ელჩი იაპონიაში რამდენიმე დღის წინ ტოკიოში შეხვდა მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილს, - და შავი ჩემოდან გადასცა, სიტყვებით: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება“.