Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე ოთხი წევრი დამტკიცდა

0

სადავო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დასრულდება საბოტაჟი და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.

„თითქმის წელიწად-ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში, ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას. ეროვნულ ბანკს უწევდა ხუთი წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ შევძელით, მათ შორის, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. ბოლო პერიოდში საბჭო ხუთი წევრით მუშაობდა.

2023 წლის სექტემბერში საბჭო დატოვა სამმა წევრმა: ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ. რიჩარდ სინგლეტარს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გაუვიდა.

სამი წევრის მიერ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მოჰყვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებას, რომლითაც გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

საბჭოს წევრებს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა კი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იყო, პარლამენტს ვაკანტურ ადგილებზე საბჭოს წევრები აღარ წარუდგინა.

მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად სადავო პარლამენტს კანდიდატურები 3 თებერვალს წარუდგინა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Определился соперник Андрея Рублёва во втором круге турнира ATP-500 в Роттердаме






Февральская коллекция обуви Pródan

Школьники и студенты региона смогут принять участие в диктанте «Наука во имя Победы»

Свыше 4 тысяч исследований качества мяса провели в Подмосковье в январе

Онколог Каприн назвал два главных правила для снижения риска онкологии