Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ირანის უზენაესი ლიდერი თეირანში ჰამასის წარმომადგენლებს მასპინძლობს

0
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 8 თებერვალს თეირანში შეხვდა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ხალილ ალ-ჰაიას და ჯგუფის კიდევ ორ მაღალჩინოსანს, - იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.


გავრცელებულ ცნობაში შეხვედრის შესახებ დეტალები მოტანილი არ არის, სახელმწიფო მედია მხოლოდ ფოტოებს ავრცელებს, რომლებზეც ასახულია ხამეინის შეხვედრა ალ-ჰაიასთან, ჰამასის ხელმძღვანელთა საბჭოს ლიდერთან, მუჰამად დარვიშთან და ჰამასის მაღალჩინოსანთან, ნიზარ ავადალასთან.


ირანი ჰამასს უჭერს მხარს ჯგუფის ომში ისრაელთან და ამ პალესტინურ ორგანიზაციას განიხილავს თავის მნიშვნელოვან მოკავშირედ ისრაელთან, და ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის გავლენებთან უფრო ფართო დაპირისპირებაში.


თეირანში შეხვედრის დღეს ჰამასმა გაათავისუფლა კიდევ სამი მძევალი, რომლებიც 2023 წელს ისრაელზე მიტანილი იერიშისას დაატყვევა.


52 წლის ელი შარაბი, 56 წლის ოჰად ბენ-ამი და 34 წლის ორ ლევი ჯერ ორგანიზაცია "წითელ ჯვარს" გადასცეს და შემდეგ ისრაელის არმიას. ისრაელის თავდაცვა ადასტურებს, რომ გათავისუფლებული მძევლები ისრაელში ჩავიდნენ და ამბობს, რომ მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ. მძევლებმა ტყვეობაში დაჰყვეს 491 დღე.


სანამ "წითელ ჯვარს" გადასცემდნენ, ჰამასის წევრებმა მძევლები ხალხის წინ სცენაზე ჩამოატარეს - რაც ისრაელმა მკაცრად დაგმო.


"შოკისმომგვრელი კადრები, რომლებიც დღეს ვნახეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი.


გათავისუფლებული მძევლების სანაცვლოდ ისრაელმა უნდა გაუშვას 183 პალესტინელი პატიმარი - რომელთაგან 18-ს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.


ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 15 იანვარს გაფორმდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ. შეთანხმებას განიხილავენ პირველ ნაბიჯად ღაზაში 15 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად.


ომი დაიწყო მას მერე, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა სამხრეთ ისრაელზე მიიტანა იერიში, მოკლა 1200-მდე ადამიანი და დააატყვევა 251 პირი.


ისრაელმა პასუხად პალესტინელთა ამ ანკლავში აწარმოა დამანგრეველი ომი, რომელსაც, ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა ცნობით, 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Блинкова проигала 143-й ракетке мира во втором круге турнира WTA в Клуж-Напоке






Фигуристке Нугумановой разбили лобовое стекло машины в Москве

После пожара на востоке Москвы за медицинской помощью обратились 16 человек

Рядом со зданием все еще трудно дышать. Пожар на Электрозаводе потушен

Ростелеком: Кабель в Балтийском море был повреждён в результате воздействия