Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

„დილის რვაზე კარზე ბრახუნმა გაგვაღვიძა“, - აქტივისტი ნიკა ნარსია ამბობს, რომ პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა

0
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია აცხადებს, რომ დილის რვა საათზე მასთან სახლში პოლიციელები მივიდნენ და გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით დააჯარიმეს. იქვე გადასცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც.


„დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ძლიერი ბრახუნი, გამეღვიძა, მე მეუღლე და 8 თვის შვილი ტასო ვცხოვრობთ წეროვანში, საიდანაც ყოველ დღე დავდივარ აქციებზე. გავაღე, ვიფიქრე, ჩემი ძაღლი ხომ არ გადახტა გარეთ ეზოდან და ვინმე ხომ არ შეაშინა-მეთქი... დგას სამი პოლიციელი, რამდენიმე კი პერიმეტრს აკონტროლებს - 5000 ლარით ხართ დაჯარიმებული და ოქმი რომ ჩაიბარეთ, დავაფიქსიროთ და 10 დღე გაქვთ გასაჩივრებისთვისო“.




ნიკა ნარსია ამბობს, რომ გზის გადაკეტვაზე  მის მიმართ კიდევ სხვა ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვვევის ოქმია გამოწერილი. ორივე საქმე სასამართლოშია.


წინა დღით, 8 თებერვალს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის პატაკი შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე, სადაც სირაძე ითხოვს, „სამართლებრივი დახმარების მიზნით", თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს 600-მდე "სამართალდარღვევაზე" რეაგირება.




"მოგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბრის თვიდან ქ. თბილისში პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რა დროსაც ხშირად ფიქსირდება აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები.


ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან ხდება მტკიცებულებების სახით ვიდეოჩანაწერების ამოღება და პირთა იდენტიფიცირება, რომელთა მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების მიზნით მასალების შეტანა ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.


აღნიშნული საქმეების რაოდენობისა და საქმის წარმოების შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით, გთხოვთ, სამართლებრივი დახმარების მიზნით 593 სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, - წერია  პატაკში.


„სირაძის მიმართვა აღასრულა შსს-მ. აწი სასამართლოსაც აღარ შეაწუხებენ. თვითონ შსს გაგვასამართლებს. შსს გვიჭერს, ბრალს გვდებს და "გვასამართლებს" კიდეც.  ფილმ „მონანიებაში“ მეგონა თავი, კარზე ბრახუნი რომ უბედურებას ნიშნავს“, - წერს ნიკა ნარსია.


რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნიკა ნარსია ამბობს, რომ ოქმს, დიდი ალბათობით,  სასამართლოში გაასაჩივრებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Елена Рыбакина взлетела в чемпионской гонке WTA






Столичные росгвардейцы пресекли «алко-ремонт»

«Ждите гостей» с 12 февраля: за такую ванну заплатите за воду не по счётчику, а по нормативу — новые правила и штрафы

Александр Савельев: «Фасадные ламели становятся все более популярными»

Тульская область отметилась на гастрономической карте России