Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

რუსთაველზე, აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი, მათ შორის, ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს

0
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა. მათ შორის, აიყვანეს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი - კადრებში ჩანს, რომ იგი რამდენიმე პოლიციელმა ძალის გამოყენებით ჩასვა დაკავების მანქანაში.


ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი პირია დაკავებული. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ამ ინფორმაციის დაზუსტებას.


აქციის მონაწილეებს სურდათ რუსთაველის გამზირის საავტომობილი გზის გადაკეტვა, თუმცა პოლციია მათ ამის საშუალებას არ აძლევდათ. პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის თქმით, აქციის მოანწილეები "ხელოვნურად კეტავდნენ გზას", რა დროსაც, რამდენიმე დააკავეს.


"ის ხალხი დგას იქეთ [ტროტუარზე] არავინ არ უშლით იქ დგომას, ცდილობენ აქეთ [საავტომობილო გზაზე] გადმოსვლას. გზაზე იყვნენ, ხელოვნურად კეტავდნენ გზის სავალ ნაწილს, შესაბამისად, ჩვენს მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ და დაკავდა რამდენიმე პირი", - უთხრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა "ტვ პირველს".


ლევან გოგიჩაიშვილის ძალის გამოყენებით დაკავებას შეესწრო მისივე თანაგუნდელი, "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა. რადიო ტავისუფლებასთან საუბარში იგი ჰყვება, რომ პოლიცია ცდილობდა გზის საფეხმავლო ნაწილზე მიემწყვდია ხალხი და "ხელოვნურად არ აძლევდა" რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შესაძლებლობას.


"გზის მოპირდაპირე მხარეს, ქაშუეთთან ვიდექი, როდესაც დავინახე რომ ლევან გოგიჩაიშვილს სავალ ნაწილზე ეჯაჯგურებოდა დაახლოებით ათამდე პოლიციელი და გზის მეორე მხარეს მოათრევდა. კონფლიქტის დასაწყისი არ მინახავს, მაგრაც რაც ჩანს, პოლიცია ხელოვნურად ცდილობს არ გააკეტინოს დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირი. ხალხი, ფაქტობრივად მიმწვდეულია საფეხმავლო სავალ ნაწილზე", - თქვა მან.


საბოლოოდ, აქციის მოანწილეებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის გადაკეტვა მოახერხეს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Дарья Касаткина

Касаткина обыграла Кудерметову на турнире в Дохе, не проиграв ни гейма






В Котельниках сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже из спортивного магазина

Депутат Даванков: в Марий Эл задержали основателя компании iSpring Ускова

Фигурант дела о теракте в аэропорту «Домодедово» свыше 30 раз нарушал режим в СИЗО

Рекламная акция: в НАС отреагировали на старт продаж б/у автомобилей на маркетплейсе