"ქართული ოცნების" მთავრობა გეგმავს, შექმნას მათივე კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო. შესაბამისი ცვლილება "გრანტების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტს "ქართული ოცნების" დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.