Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის პარლამენტის წევრი, ნიკოლაი ვალუევი

0
აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ყოფილი მოკრივე ნიკოლაი ვალუევი. ამ ცნობას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ვალუევის უხეში გამონათქვამები მას მერე, რაც ბაქომ შეწყვიტა უწყება "როსსოტრუდნიჩესტვოს" მუშაობა და დახურა მისი წარმომადგენლობა - "რუსკი დომი". 


ამის შემდეგ ვალუევი გამოვიდა მოწოდებებით რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ლიკვიდაციისკენ, დიასპორის წარმომადგენლებისთვის ბიზნესის და ქონების ჩამორთმევისკენ, სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ და რუსეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების დეპორტაციისკენ. 


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალუევის განცხადებებს უწოდებს შეურაცხმყოფელს და აბსოლუტურად მიუღებელს. ვალუევის სახელი დაუმატეს იმ პირთა სიას, ვისაც აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული აქვს. სიაში უკვე შეყვანილია ვალუევის ორი კოლეგა სახელმწიფო სათათბიროდან - კონსტანტინ ზატულინი და ვიტალი მილონოვი. ყველა მათგანი მმართველ პარტიას, "ედინაია რასიას" წარმოადგენს. 


ვალუევმა მედიასთან განაცხადა, რომ ბაქოს გადაწყვეტილებამ იგი გააკვირვა, და რომ მას არ ესმის დაწესებული აკრძალვების მიზეზები - თუმცა არ დარდობს და არ აპირებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. 


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს 3 თებერვალს შეატყობინა, რომ წყვეტს სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვოს" მუშაობას ქვეყანაში და ხურავს ამ უწყების წარმომადგენლობას, საინფორმაციო-კულტურულ ცენტრ "რუსკი დომს". ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ "რუსკი დომი" არ იყო "რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირი და ორგანიზაციამ სერიოზულად დაარღვია აზერბაიჯანის კანონმდებლობა". მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელეარხმა, Baku.tv-მა აჩვენა რეპორტაჟი აზერბაიჯანში "რუსკი დომის" მუშაობის შესახებ - რომელშიც ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს ფაქტობრივად ბრალი დასდო არამეგობრულ, და ჯაშუშურ მოქმედებებშიც კი. 


რეპორტაჟი ეთერში გავიდა "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის მიერ ყაზახეთის ქალაქ აქთაუს თავზე 25 დეკემბერს განცდილი კატასტროფიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. აზერბაიჯანის პრედენტი, ილჰამ ალიევი ლაპარაკობდა რუსეთის კავშირზე ამ კატასტროფასთან - კერძოდ, აღნიშნავდა, რომ იმ მომენტში, როცა თვითმფრინავი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცდილობდა დაფრენას, იქ რუსეთის საჰაერო დაცვის სისტემები იყო ამოქმედებული. ალიევი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან არ იკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Российская теннисистка Потапова пробилась в финал турнира WTA в Румынии






В Гостином дворе состоялось патриотическое событие «Синий платочек Победы»: символ женской верности и веры в Победу

В Госдуме предложили повысить штрафы для чиновников за оскорбление россиян

Специалист Гомыранов: тёплая зима не повлияет на количество змей в Подмосковье

В МВД оценили число пособников мошенников в 2 млн человек