Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

0

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

"ორ ათწლეულზე მეტია, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ახლა ის წინასწარ პატიმრობაშია და საკუთარ სიცოცხლეს რისკავს იმავე ღირებულებებისთვის, რომელსაც ყოველთვის იცავდა.

ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა - ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის", - წერია პეტიციის ტექსტში.

მზია ამაღლობელის საქმე
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს - 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Российский теннисист Медведев опустился на одну позицию в рейтинге ATP






СК возбудил дело в отношении таксиста, изнасиловавшего пассажирку в Москве

Сервисный центр по ремонту генераторов построят в Солнечногорске

Пензенскую область отметили за успехи в создании модельных библиотек

В мэрии Кирова назвали улицы, которые планируют отремонтировать уже в феврале