Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

მოსკოვში ჩავიდა თვითმფრინავი, რომელიც ტრამპთან დაახლოებულ პირთანაა დაკავშირებული

0
მოსკოვში დაჯდა კერძო თვითმფრინავი, რომლის მფლობელია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის მისამართზე რეგისტრირებული კომპანია. ადრე ამავე თვითმფრინავით დაფრინავდა თავად ტრამპი. ამის შესახებ იტყობინება „ვაჟნიე ისტორიი“.


გამოცემის ცნობით, კერძო თვითმფრინავი Gulfstream G650ER მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. მისი ფრენის ნომერი N103WG დარეგისტრირდა ფრენების თვალთვალის სერვისით, ADSBexchange-ით. ფრენა არ Flightradar-ის მონაცემებში, რომელიც ასევე აკონტროლებს ფრენებს.


ფრენის შესახებ პუბლიკაციებს თითქმის მაშინვე გამოეხმაურნენ კრემლი და „როსავიაცია“. უწყებამ განაცხადა, რომ „განხორციელდა ერთჯერადი ტექნიკური ფრენა ვაშინგტონიდან მოსკოვში, რომელიც ჰუმანიტარული ურთიერთქმედების ჩვეულებრივი პრაქტიკის ნაწილია“.




კრემლში აცხადებენ, რომ „არა აქვთ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრის, სტივ ვიტკოფის მოსკოვში შესაძლო ჩასვლის შესახებ“. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან კონტაქტები არ იგეგმება.


„ჩვენ ვთქვით, რომ ვმუშაობთ გარკვეული არხებით, სხვადასხვა უწყების მეშვეობით ხორციელდება კონტაქტები. ისინი გააქტიურდა, როგორც უკვე ვთქვით, რადგან [აშშ-ის პრეზიდენტის] ადმინისტრაცია აგვარებს თავის საქმიანობას ვაშინგტონში. ამ შემთხვევაში არაფერია უკრაინის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით“, განაცხადა პესკოვმა.


თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვში დაეშვა, ეკუთვნის კომპანიას, რომლის საკონტაქტო მისამართი ემთხვევა სტივენ უიტკოფის კუთვნილი THE Witkoff GROUP-ის ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში მყოფი სახლის მისამართს.


ტრამპმა იმავე თვითმფრინავით იფრინა ორლანდოსა და ტეხასში 2021 წელს, 2024 წლის დეკემბერში კი პარიზში ჩაფრინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე. Times და Politico ასევე იტყობინებოდნენ, რომ ტრამპი იყენებს Gulfstream G6 სერიის თვითმფრინავს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

На турнире в Марселе под флагом России оказались имена Медведева и Хачанова






Анастасия Агафонова вошла в Топ-3 рейтинга руководителей подразделений private banking

В Москве в прошлом году собрали более 1,65 миллиона тонн вторсырья

Погода может преподнести жуткие сюрпризы: российские регионы готовятся к масштабному стихийному бедствию

Три подряд. Хирург Плешков рассказал об уникальной операции женщине-бабочке