Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ბელარუსის ციხიდან გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ანდრეი კუზნეჩიკი

0
ბელარუსის ციხეებიდან გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტი ანდრეი კუზნეჩიკი, აშშ-ის მოქალაქე, რომლის ვინაობა არ სახელდება, და მრავალშვილიანი დედა ელენა მოვშუკი.


47 წლის ანდრეის კუზნეჩიკი, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით სამ წელზე მეტი გაატარა პატიმრობაში, დღეს ვილნიუსში ჩავიდა. მას შეხვდნენ მეუღლე და 5 და 11 წლის შვილები.


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა ამ ცნობის შესახებ კომენტარი გააკეთა:


„ეს სასიხარულო დღეა ანდრეისთვის, მისი მეუღლისა და მათი ორი მცირეწლოვანი შვილისთვის. სამ წელზე მეტი ხნით დაშორების შემდეგ ეს ოჯახი ისევ ერთადაა პრეზიდენტ ტრამპის წყალობით. ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით სახელმწიფო მდივან რუბიოს და მის გუნდს, ისევე როგორც ლიეტუვის მთავრობას - მხარდაჭერისთვის.


„კვლავაც იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ჟურნალისტ იჰარ ლოსიკსაც გაათავისუფლებენ და ტრამპის ადმინისტრაციის ლიდერობისა და ხელმძღვანელობის იმედი გვაქვს“.


კუზნეჩიკის გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე რუსეთმა გაათავისუფლა ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი, რომელიც „გაცვლის“ ფარგლებში გამოუშვეს ციხიდან.




კუზნეჩიკი 2021 წლიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. თავიდან ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2022 წლის 8 ივნისს მოგილიოვის საოლქო სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ის ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში ცნეს დამნაშავედ. დახურული პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩატარდა, საქმის გარემოებები უცნობია.


ვადის უდიდესი ნაწილი კუზნეჩიკმა გაატარა შრომა-გასწორების კოლონიაში ნოვოპოლოცკში. უკანასკნელი რამდენიმე თვე ჟურნალისტი კგბ-ს საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.


ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, ამჟამად ბელარუსის მედიასაშუალებების 40 თანამშრომელი რჩება გისოსებს მიღმა. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იჰარ ლოსიკი და რადიო თავისუფლების მინსკის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტი იჰარ კარნეი.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова победила Мертенс и вышла в 1/4 финала турнира WTA в Дохе






Депутат Колунов призвал дать скидку 50% на оплату ЖКУ для многодетных

Впервые за несколько лет: Казахстан планирует задействовать в параде Победы 4,5 тыс. человек

Синоптики спрогнозировали облачную погоду в Москве 13 февраля

Пока без снега: прогнозы синоптиков о погоде в Москве пока не подтверждаются