Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა ტალსი გაბარდი

0
ოთხშაბათს აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურა - ტალსი გაბარდი. მის დაქვემდებარებაში იქნება აშშ-ის 18 სხვადასხვა სპეცსამსახური.


გაბარდის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა იყო. ამის მიზეზია მისი დადებითი გამონათქვამები რუსეთის შესახებ, შეხვედრა სირიის აწ უკვე ჩამოგდებულ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან და მხარდაჭერა ედვარდ სნოუდენის მიმართ, რომელიც მთავრობის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვაშია ბრალდებული. ბოლო ხანებში გაბარდის მიმართ რესპუბლიკელთა სკეპტიციზმმა იკლო, მაგრამ დემოკრატები კვლავაც ძლიერ ეწინააღმდეგებოდნენ მის დანიშვნას.


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, სერიოზული ცვლილებები შეიტანოს მთავრობის სხვადასხვა სეგმენტში. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) და სხვა სპეცსამსახურებმა თანამშრომლებს გადადგომის შეთავაზებები დაუგზავნეს. ამასობაში კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს შორის იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა ილონ მასკის ხელმძღვანელობით წვდომა მოიპოვა მგრძნობიარე სამთავრობო მონაცემთა ბანკებზე, რომლებიც სადაზვერვო ოპერაციების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.


ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი შეიქმნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. რესპუბლიკელები ხშირად აკრიტიკებდნენ ამ უწყებას. როგორც Associated Press-ი შენიშნავს, თავად ტრამპი ეჭვით უყურებს ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს.


გაბარდი ეროვნული გვარდიის ვიცე-პოლკოვნიკია და ორჯერ მსახურობდა ახლო აღმოსავლეთში. 2020 წელს ის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. მას არა აქვს სადაზვერვო სამსახურებში მუშაობის გამოცდილება და არასოდეს უხელმძღვანელია სამთავრობო სააგენტოსთვის ან დეპარტამენტისთვის.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко проиграла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Дохе






Нутрициолог Петрова посоветовала ходить 10 тысяч шагов после двух блинчиков на пиве

Инфляция в России ускорилась за два дня до решения ...

МИСИС запускает инновационный комплекс Уголь Эксперт для анализа угля

В столице открыли уникальную фото-выставку достояния Смоленщины