Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი ოკრიბელაშვილი 3500 ლარით დააჯარიმეს

0
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პარლამენტის ჯებირის დაზიანების გამო მსჯავრდადებულის, ომარ ოკრიბელაშვილის მამას, გიორგი ოკრიბელაშვილს, 3500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ის 10 თებერვალს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ პოლიციელები, რომლებმაც თქვეს, რომ გიორგი ოკრიბელაშვილი მათკენ ხელებს იშვერდა და აგინებდა.

"გიორგი ოკრიბელაშვილმა ჩამოიარა და გვაყენებდა შეურაცხყოფას, გვაგინებდა დედის მიმართულებით, მოვუწოდეთ დაეცვა მართლწესრიგი, არ დაემორჩილა და ჩვენ მიმართ ხელით ისევ გვაყენებდა შეურაცხყოფას. ჩემთვის უცნობია, რაზე გახდა აგრესიული, იქ მარტო მე და ჩემი თანამშრომლები ვიდექით. მიყურებდა, ციტირებას ვაკეთებ: რატომ გიკეთია ნიღაბი შენი დედას შევე..იო. ყურადღება მიიქცია, რადგან ჩვენკენ იგინებოდა, ჩვენკენ ჰქონდა ხელი. მართლწესრიგის ფორმა მეცვა, წინ აწერია ოფიცერი, უკან - პოლიცია. ნიღბები ყველას გვეკეთა", - თქვა მართლწესრიგის ოფიცერმა ნიკა ბუთლიაშვილმა.

გიორგი ოკრიბელაშვილის ადვოკატმა დავით გამყრელიძემ თქვა, რომ დაკავებას წინ უძღოდა შელაპარაკება აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების მშობლებთან. ეს კონფლიქტი ადვოკატ დავით გამყრელიძეს უკავშირდებოდა.

დაკავებულების მშობლები შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ადვოკატმა დავით გამყრელიძემ სასამართლოში ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი მოინახულა. დავით გამყრელიძის თქმით, ადვოკატის დისკრედიტაციის მცდელობამ გიორგი ოკრიბელაშვილი ააღელვა.

დღევანდელ, 12 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, გიორგი ოკრიბელაშვილის ცოლმა შორენა ხომერიკმაც მისცა ჩვენება.

მისი მონაყოლით, აქციიდან სახლისკენ მიმავალთ, როდესაც ერთ-ერთი დაკავებულის მშობლებთან ემოციურად საუბრობდნენ, მათ დაეტაკა ნიღბიანი პოლიციელი, რის შემდეგაც გიორგი ოკრიბელაშვილი დააკავეს. შორენა ხომერიკის თქმით, გიორგი ოკრიბელაშვილი პატიმრების მშობლების მიერ ადვოკატ დავით გამყრელიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო გამოხატავდა უკმაყოფილებას, პოლიციელების მისამართით კი არ შეუგინია და არც სხვა რაიმე სახის შეურაცხმყოფელი მოქმედება გამოუხატავს.

დემონსტრაციების 77-ე დღე და 50-ზე მეტი დაკავებული
საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოს ქალაქებში უკვე 77-ე დღეა, ყოველდღე ტარდება.

პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.

ამ 76 დღის განმავლობაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა


დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, - მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით; ისინი კვლავ პატიმრობაში არიან.
აქციები არაერთხელ ძალის გამოყენებით დაარბიეს და დაშალეს;
აქციებზე დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე;
დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს;
პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააპატიმრეს მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე 31-ე დღეა, შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ;
2024 წლის დეკემბერში აკრძალეს აქციებზე სახის დაფარვა, - როდესაც პოლიციელების მიერ ძალადობა გამოუძიებელია სწორედ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობის არარსებობის გამო;
აკრძალეს ფეიერვერკის გამოყენება და ლაზერის მინათება;
აკრძალეს აქციის გამართვა ათეულობით საავტომობილო გზაზე, გზების „სტრატეგიული ობიექტების“ ნუსხაში დამატებით.
მიხეილ ყაველაშვილმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი კანონთა პაკეტს, რომელიც იმავე დღეს მიიღო "ქართული ოცნების" სადავო პარლამენტმა და შეკრება-მანიფესტაციების წესები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов вылетел с турнира ATP в Марселе после поражения от 96-й ракетки мира






Юрист рассказала о причине потери пенсионерами льготы на оплату ЖКУ

Проведенная в 2024 году экспертиза нормативных правовых актов позволит бизнесу и бюджету Москвы экономить полмиллиарда рублей в год

Вильфанд рассказал, когда в Москву придут 15-градусные морозы

Больше никаких Люциферов: в России могут запретить давать детям необычные имена