Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28

საფრანგეთი მოკავშირეებთან ერთად მსჯელობს უკრაინის გარშემო არაოფიციალური სამიტის გამართვაზე

0
საფრანგეთში გაიმართება უკრაინის შესახებ ევროპული სამიტი მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ,-  განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


 მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რადოსლავ შიკორსკიმ თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს სამიტის გამართვისკენ.


შიკორსკიმ X-ით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი პარიზში შეხვედრაზე იქნება და დასძინა, რომ „ჩვენ ჩვენი ძალა და ერთობა უნდა ვაჩვენოთ“.


AFP-ის სააგენტოს მოჰყავს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისის განცხადება, რომ ევროპის ქვეყნების მეთაურები „მსჯელობენ, „შესაძლო არაოფიციალური შეხვედრის შესახებ,“ თუმცა შეხვედრის მონაწილეების და თარიღის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია.


შიკორსკის თქმით, „პრეზიდენტს ტრამპს აქვს მოქმედების მეთოდი, რომელსაც რუსები ბრძოლით დაზვერვას უწოდებენ. თქვენ აწვებით და უყურებთ, რა მოხდება და შემდეგ ცვლით პოზიციას, ლეგიტიმური ტაქტიკაა. და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ“ - თქვა შიკორსკიმ, რომელმაც სიხარული გამოთქვა, რომ „პრეზიდენტმა მაკრონმა ჩვენი ლიდერები მიიწვია პარიზში, და მოველი, რომ ისინი ამას სერიოზულად მოეკიდებიან“.


საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სამიტი რომც შედეს, ეს არ მოხდება კვირას. არ არის ჯერ ცნობილი, გაუგზავნეს თუ არა მიწვევა ევროკავშირის ყველა წევრს, თუ უფრო ფართო წრეს და მიიწვევენ თუ არა პარიზში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.




15 თებერვალს მიუნხენში გაიმართა მაკრონის და ზელენსკის შეხვედრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ და „ჩვენ მათ დავეხმარებით ამ საქმეში“: „თუკი დონალდ ტრამპს ნამდვილად შეუძლია დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი, რომ შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია. ამის შემდეგ, მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ. ჩვენ, ევროპელებს, დაგვჭირდება გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება და გავხდეთ მეტად ავტონომიური. საფრანგეთი სრულად შეასრულებს თავის როლს ამ პროცესის დაჩქარებაში“, - წერს ემანუელ მაკრონი.



უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შესახებ განცხადებების გაკეთებას მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქმედება და ის ტელეფონით ამ თემებზე ესაუბრა ჯერ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შემდეგ უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის. ევროპელ პარტნიორებთან ამ თემაზე ტრამპს საუბარი არ ჰქონია.


ზელენსკი აცხადებს, რომ მის ზურგს უკან და უკრაინის მონაწილეობის გარეშე შეთანხმებას კიევი არ მიიღებს. ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები თვლიან, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა მათაც უნდა მიიღონ.

 






 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Адвокат Синнера о соглашении с WADA: «Потребовалось время, чтобы убедить Янника, что это было правильным решением»






В марте через Краснодар в Турцию начнет ездить автобус

Радукану расплакалась по ходу матча из-за преследовавшего ее мужчины

В Марфино пройдет мемориально-патронатная акция ко Дню защитника Отечества

Киносказка «Царевна-лягушка» получила поддержку Детского радио