Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

ზელენსკი კიევში შეხვდა კელოგს, მაგრამ ამერიკული მხარის თხოვნით ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა

0
20 თებერვალს კიევში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრა გამართა ტრამპის საგანგებო წარმომადგენელთან უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კით კელოგთან.


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება, ზელენსკის ოფისს ამ შეხვედრის დეტალების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია. 


უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონის სურვილით გაუქმდა შეხვედრის შედეგებისადმი მიძღვნილი ერთობლივი პრესკონფერენცია.


კით კელოგი, ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, 19 თებერვალს ჩავიდა კიევში. ჟურნალისტებთან თავისი ვიზიტის კომენტირებისას კელოგმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ესმის უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა. "ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ მე დავბრუნდები აშშ-ში, დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს", - უთხრა კით კელოგმა ჟურნალისტებს.


უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის მოსალოდნელ ვიზიტს გასულ კვირაში მაღალი შეფასება მისცა უკრაინის პრეზიდენტმა.




 


ზელენსკისთან გამართულ შეხვედრამდე კით კელოგი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრი სიბიგას ესაუბრა.



უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის ვიზიტის ფონია საუდის არაბეთში უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა, რომელშიც უკრაინა არ იყო მიწვეული. უკრაინის მონაწილეობის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებამ უკმაყოფილო დატოვა პრეზიდენტი ვოლოდიმრი ზელენსკი.


„ის ფაქტი, რომ ისინი საუდის არაბეთში ორმხრივ საკითხებს განიხილავენ, მათი უფლებაა. თუმცა მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, შენიშნა ზელენსკიმ.


იმავე დღეს, ფლორიდის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა უკმაყოფილოა, რომ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, მაგრამ სამი წელი ჰქონდათ ადგილი (მოლაპარაკების მაგიდასთან), შეეძლოთ გარიგებისთვის მიეღწიათ და ომი არ დაეწყოთო, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Соболенко рассказала о проблемах со здоровьем






Минское «Динамо» разгромило московское со счётом 5:0 в матче КХЛ

Звание почётного гражданина Казани получат 59 ветеранов

Родительские субботы в 2025 году: даты, традиции, что можно и чего нельзя делать

Квартальнов о победе над московским «Динамо»: сегодня все сработало в нашу пользу