Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

აშშ-ში მაღალი რანგის რესპუბლიკელები ტრამპის მხრიდან ზელენსკის კრიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ

0

აშშ-ის მმართველი რესპუბლიკური პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ბოლო დროს გამოთქმული კრიტიკული განცხადებების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ბოლო დღეებში ტრამპმა ზელენსკის მისამართით კრიტიკა გაამძაფრა - მას უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ და თქვა, რომ რუსეთის შეჭრისთვის პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება.

ტრამპის კომენტარებმა შეშფოთება გამოიწვია, როგორც რესპუბლიკურ პარტიას უწოდებენ ხოლმე, „დიდი ძველი პარტიის“ (GOP) "ქორებს" შორის. ისინი შიშობენ, რომ კიევისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის შეწყვეტის სიგნალი პუტინს გააძლიერებს.

ტრამპის მცდელობას, ზელენსკი უარყოფითად წარმოადგინოს, არ ეთანხმებიან სენატორები - რესპუბლიკელები, რომლებიც უკრაინას კვლავაც რუსეთის მსხვერპლად მიიჩნევენ.

მნიშვნელოვანმა რესპუბლიკელმა სენატორებმა 19 თებერვალს გადაჭრით დაუჭირეს მხარი უკრაინას და გამოთქვეს გაფრთხილება, რომ რუსეთის აგრესია არ უნდა დაკნინდეს.

სენატორმა ლუიზიანის შტატიდან, ჯონ კენედიმ, არ დამალა საფრთხე, რომელიც მოდის პუტინისგან და მას უწოდა „განგსტერი შავი გულით... რომლის ფონზე ჯეფრი დამერი (ცნობილი სერიული მკვლელი) ისე ჩანს, როგორც დედა ტერეზა“.

„სწორედ ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ომი, - თქვა კენედიმ, - მე ასევე მწარე გამოცდილებით მჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი განგსტერია... მას სისხლის მიმართ სტალინის გემოვნება აქვს“.

სენატორმა როჯერ უიკერმა, (რესპუბლიკელი მისისიპის შტატიდან) მხარი დაუჭირა კენედის და თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების საკითხზე მოლაპარაკება უკრაინელების მონაწილეობით უნდა გაიმართოს და გათვალისწინებული იქნეს ევროპის ინტერესები. უიკერი თვლის, რომ „პუტინი ომის დამნაშავეა და საპატიმროში უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე, თუ არა სიკვდილით დასჯილი“.

ჩრდილოეთ კაროლინელი სენატორი, ტომ ტილისი, ასევე რესპუბლიკელი, არ ეთანხმება, როგორც ტრამპმა უწოდა უკრაინის პრეზიდენტს, რომ ზელენსკი „დიქტატორია“, თუმცა პირდაპირ ტრამპის კრიტიკას თავი აარიდა. „ეს არაა ის სიტყვა, რომელსაც გამოვიყენებდი, - თქვა მან და დასძინა, - არანაირი მორალური ეკვივალენტურობა არ არსებობს ვლადიმირ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის.“ “ცხადია, რომ ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ვლადიმირ პუტინს ეკისრება”, - განაცხადა ტილისმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვაშინგტონში 19 თებერვალს. „მის გადაწყვეტილებებს მოჰყვა მკვლელობები, გაუპატიურებები, წამება და აურაცხელი რაოდენობის უკრაინელის გატაცება. ამ ომისთვის პასუხისმგებლობა მას ეკისრება“, - თვლის სენატორი ტილისი.

სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმაც (რესპუბლიკელი დაკოტიდან), არ გააკრიტიკა ტრამპი მისი გამოთქმების გამო. “ვფიქრობ, ვემხრობი უკრაინისთვის მშვიდობიან დასასრულს და შედეგს…ვფიქრობ, რომ ახლა ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და მისი გუნდი ამაზე მუშაობენ.”

ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო მანდატს 2024 წლის მაისში გაუვიდა ვადა, მაგრამ არჩევნების ჩატარება შეუძლებლად ითვლება საომარი მდგომარეობის გამო, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგაა გამოცხადებული.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева близка к победе на WTA в Дубае после блестящего старта






Около 900 экскурсоводов прошли аттестацию в Москве

Подарков больше, корпоративов меньше: как работодатели в России поздравят с праздниками

Неадекватный мужчина набросился с ножом на прохожих на западе Москвы

Эксперт Абакумов назвал сорта хлеба, которые подорожают сильнее всего с 1 марта