Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

კახეთში თოვის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა

0

უკვე ორი დღეა, კახეთში გადაუღებლად თოვს, რამაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში პრობლემები გამოიწვია.

დიდთოვლობის გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა ნებადართული.

გზის ამ მონაკვეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ, რათა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ.

„მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით გავაჩერეთ. ამ დროისთვის გზები იწმინდება“, – განაცხადა თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.

უხვი ნალექის შედეგად ელექტრომომარაგებაც შეფერხდა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე ასობით აბონენტია დარჩენილი.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ელექტროენერგია ძირითადად ავარიულ რეჟიმში გაითიშა, ტექნიკური ჯგუფები დაზიანებების აღმოფხვრაზე მუშაობენ და ელექტრომომარაგების ეტაპობრივად აღდგენას უზრუნველყოფენ.

კახეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი არცერთ სკოლაში არ შეჩერებულა, თუმცა მოსწავლეთა უმრავლესობა გაკვეთილებზე არ გამოცხადდა.

„ჩვენი მხრიდან შეფერხება არ არის, თუმცა, თელავის მაგალითზე ვიტყვი, რომ სკოლებში მოსწავლეთა დაახლოებით 80-90% არ მივიდა. სხვა პრობლემა ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – აღნიშნა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ რომანიშვილმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, კახეთში თოვა 21 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ძლიერი ყინვა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев вышел в финал теннисного турнира в Дохе






В Орле строительство поликлиники №1 подорожало до 1,3 млрд рублей

Стали известны самые популярные зарубежные заказы россиян

Швыдкой: в России не рады занимавшим активную антироссийскую позицию артистам

Рябков назвал возвращение РФ объектов дипсобственности приоритетом в диалоге с США