Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ზელენსკის „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“ უწოდა

0
აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, კიტ კელოგმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“.


კელოგმა ამის შესახებ დაწერა X-ის სოციალურ ქსელში 21 თებერვალს. ეს იყო მისი პირველი კომენტარი ზელენსკისთან 20 თებერვალს შეხვედრის შემდეგ კელოგის სიტყვებით, მან გაატარა კიევში „გრძელი და ნაყოფიერი დღე.“ „ფართო და დადებითი დისკუსია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მეომარი ქვეყნის მებრძოლ და მამაც ლიდერთან და სახელმწიფო უსაფრთხოების ნიჭიერ გუნდთან“ - დაწერა კელოგმა.


შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კიტ კელოგს შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია ამერიკული მხარის თხოვნით გაუქმდა. ვიზიტის დაწყების დღეს, ოთხშაბათს, კელოგმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინული მხარის მოსმენაა.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის მზადყოფნა, ხელი მოაწეროს ძლიერ პარტნიორულ შეთანხმებას აშშ-თან.


კიტ კელოგის ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მკაცრი განცხადებების ფონზე შედგა. ტრამპმა ზელენსკის უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე". ტრამპის სიტყვების კომენტირებისას, რომ უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს მხარს უჭერს ქვეყნის მხოლოდ 4%, ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპი „დეზინფორმაციის სივრცეში“ ცხოვრობს.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მოგვიანებით ახსნა ტრამპის მკაცრი გამონათქვამები ზელენსკის მიმართ იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი "ძალიან განაწყენებულია" ზელენსკიზე, ძირითადად, ბუნებრივი რესურსების განვითარებაში აშშ-თან თანამშრომლობის თაობაზე მისი პოზიციის გამო. რუბიომ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის შემდეგ, ტრამპის მიმართ კრიტიკას კონტრპროდუქტიული უწოდა.


ზელენსკის რეიტინგთან დაკავშირებით ტრამპის განცხადების შემდეგ, უკრაინულმა მედიამ მოიყვანა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ზელენსკის უკრაინელების 57% ენდობა. ამასთან, მისი რეიტინგი ბოლო თვეებში იზრდება.


სააგენტო AP-მა, KIIS-ის მონაცემებთან დაკავშირებით წერდა,რომ ომის პირობებში უკრაინის სოციალური კვლევების მონაცემებს სანდოდ ვერ მივიჩნევთ.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев дошел до финала теннисного турнира ATP в Дохе






Собянин: Благодаря реновации современное жилье получат около 1 миллиона москвичей

В столице появились новые сервисы: какую полезную технику можно взять напрокат

Овчинский: на площадке «Пространство» пройдет лекция об архитекторе Осипе Бове

Список разрешенных имен для детей: о чем законопроект и зачем он нужен