Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Март
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ორი ჩეჩენი ჯარისკაცი რუსეთის არმიიდან გაიქცა და უკრაინის მხარეზე მებრძოლ ჩეჩნურ დანაყოფს შეუერთდა

0
უკრაინის უშიშროების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვა, ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, ფრონტის ხაზის გადაკვეთაში დაეხმარა რუსეთის არმიის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს გადასულიყვნენ უკრაინის მხარეზე. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ერთ-ერთმა ეროვნებით ჩეჩენმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დააკავეს და ომში წასვლა წამებით აიძულეს.


 


ჩეჩნეთის 38 წლის მკვიდრმა სეიფულამ, რუსეთის სამხედრო ნაწილის თანამებრძოლებისთვის ვიდეოების გადაღების ლეგენდის თანახმად, უკრაინულ მხარეს გადასცა ინფორმაცია მტრის პოზიციების, მოიერიშე თვითმფრინავების რაოდენობის, შეტევის დროისა და მარშრუტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კონტრაქტის გაფორმების მომენტიდან აპირებდა უკრაინის მხარეს გადასვლას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ცნობილია, რომ ის იყო ვოლგოგრადში დაფუძნებული 242-ე მოტორიზებული სროლის გვარდიის პოლკის მსროლელი.



მეორე კონტრაქტორი, რომელიც უკრაინის მხარეზე გადავიდა, 45 წლის ჯარისკაცი იყო, სახელად აბდულა. მან თქვა, რომ ის მოტყუებით მიიყვანეს პოლიციაში, სადაც იძულებული გახდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე, მას შემდეგ, რაც ელექტროშოკებით აწამეს და „გონების დაკარგვამდე სცემეს“. არ არის ცნობილი, რომელ დანაყოფში მსახურობდა აბდულა, მაგრამ უკრაინულ არხ ТСН-ის მომზადებულ სიუჟეტში მან თავად განმარტა, რომ რუსეთის არმიაში გაწვევის შემდეგ გაგზავნეს ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.



ჩეჩნური წარმოშობის ორივე ჯარისკაცმა გადაწყვიტა დარჩენილიყო და უკრაინის მხარეზე მებრძოლ შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონში ემსახურა.



ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის - ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი).
ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა.
სექტემბერში უკრაინაში მოქმედი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისლამ ბელოკიევმა „კავკაზ.რეალიის“ აცნობა, რომ დაღესტნის ტერიტორიაზე სადეოკუპაციო მოქმედებას იწყებს „იმამატის“ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის მეთაურის სახმისია „შამილი“.
კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, „ცოფიანი მოდგმა“, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.


 






 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Скончался 19-кратный победитель турниров «Большого шлема» Фред Столл






Захарова: «Без освобождения Красной армией не было бы и Молдавии»

В Москве спасли пуму Геркулеса, которого незаконно содержали в квартире

Роботы-падальщики, сбор вторсырья в Москве и штрафы за крупногабаритный мусор

Не пропустите! Пенсионерам зачислят разовую выплату с четырьмя нулями 4 марта