უფლებადამცველები იტყობინებიან სირიის ხელისუფლების მიერ ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაზე
აბდულრაჰმანმა თქვა, რომ მასობრივი მკვლელობები ძალადობის ყველაზე სასტიკი აფეთქება იყო სირიის 13-წლიან სამოქალაქო ომში. რეგიონული წყაროები იუწყებიან შეტაკებებზე ალავიტებს, მათ მხარდამჭერ ქურთულ ეთნიკურ უმცირესობასა და პროსამთავრობო ძალებს შორის.
სირიის ახალი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ებრძვიან ჩამოგდებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს. თავად ასადი ალავიტების უმცირესობას მიეკუთვნება. როგორც Reuters-ი იუწყება, ხელისუფლება აღიარებს „დარღვევებს“ ასადის მხარდამჭერების დარბევისას და ადანაშაულებს არაორგანიზებულ შეიარაღებულ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ხელისუფლებას ან ცდილობენ დანაშაულის ჩადენას სამხედრო ქაოსის პირობებში.
ინტერნეტში ჩნდება კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის და წამების ამსახველი ვიდეოები. კომენტატორები ამბობენ, რომ მსხვერპლთა უმეტესობა რელიგიური უმცირესობებია, მათ შორის ქრისტიანები. ხელისუფლება პირობას დებს, რომ პასუხისმგებელ პირებს მართლმსაჯულების წინაშე დააყენებს, იუწყება Al Jazeera.
ტელეარხის ცნობით, სულ მცირე, ათობით მშვიდობიანმა მოქალაქემ და ბაშარ ალ-ასადის მთავრობის ყოფილმა წევრმა შეაფარა თავი რუსეთის სამხედრო ბაზას ლატაკიაში. რუსული ტელეგრამის არხები, რომლებიც სამხედრო წრეებთან არიან დაახლოებული, იუწყებიან ათასობით ლტოლვილის შესახებ სამხედრო ბაზაზე, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა დამოუკიდებელი წყაროების მხრიდან. რუსეთის ხელისუფლება ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს.