კაია კალასი: პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა
„რუსეთის რაკეტები კვლავაც შეუჩერებლად ეცემა უკრაინაში და სულ უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას იწვევს. პუტინი კვლავ გვაჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის ყველაზე მაღალ საფასურს,“ დაწერა კალასმა სოცქსელ X-ში.
7-დან 8 მარტის ღამით რუსეთის სამხედროებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს დონეცკის ოლქში, ქალაქ დობროპოლიეზე, და ხარკოვის ოლქში - ბოგოდუხოვზე. დაიღუპა 14 მშვიდობიანი მოქალაქე, 37 დაიჭრა, მათ შორის ხუთი ბავშვი.