NBC News: უკრაინისთვის დახმარების აღსადგენად ტრამპისთვის საკმარისი არ არის წიაღისეულზე შეთანხმება
ამერიკის პრეზიდენტს სურს, რომ ზელენსკი რუსეთთან დათმობებზე წავიდეს. NBC ამის მაგალითად ასახელებს უკრაინის მიერ უარის თქმას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ჩინოვნიკების თქმით, ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ გადადგას ნაბიჯები უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად და, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს“, აღნიშნავს ტელეარხი.
უკრაინაში კანონით არის აკრძალული საომარი მდგომარეობის პერიოდში არჩევნების ჩატარება. ადრე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, თუმცა ყველა მათგანი ეწინააღმდეგება სამხედრო მოქმედებების დასრულებამდე არჩევნების გამართვას.
ამ კვირის დამდეგს შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება და სამხედრო დახმარება შეაჩერა „რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თარიღის დანიშვნამდე“. კერძოდ, უკრაინამ დაკარგა წვდომა Maxar-ის კომერციულ სატელიტურ ფოტოებზე და ამერიკული F-16 გამანადგურებლების ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
დახმარების შეწყვეტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მთავრობა მზადაა, ხელი მოაწეროს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას „ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში“.
მომავალ კვირაში საუდის არაბეთში იგეგმება შეხვედრა შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის.