Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვო პირი დაჭრეს თეთრი სახლის მახლობლად

0
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, დაჭრეს შეიარაღებული პირი. მის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.


ინციდენტი წუხელ ღამით მოხდა. საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მიიღეს ინფორმაცია საეჭვო ადამიანზე, რომელიც სავარაუდოდ ინდიანის შტატიდან მიემგზავრებოდა ვაშინგტონში.


აგენტებმა შენიშნეს ფეხით მოსიარულე, რომელიც აღწერილობას შეესაბამებოდა, მოგვიანებით კი მისი ავტომობილიც აღმოაჩინეს. როცა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები ეჭვმიტანილს მიუახლოვდნენ, მან იარაღი ამოიღო. გაიმართა სროლა.


ინციდენტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში არ იმყოფებოდა. ის უქმე დღეებს ფლორიდაში ატარებს.


შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მოვალეობაში შედის აშშ-ის პოლიტიკურ ლიდერთა და მათი ოჯახის წევრების, ასევე ქვეყანაში სტუმრად მყოფი სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობის ხელმძღვანელთა დაცვა. 


13 ივლისს პენსილვანიაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე ტრამპი მსუბუქად დაიჭრა მასზე თავდასხმის მცდელობისას. დაიღუპა ერთ-ერთი მაყურებელი, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელი, 20 წლის პენსილვანიელი მეთიუ კრუქსი, სპეცსამსახურების საპასუხო ცეცხლის შედეგად იქნა მოკლული.


შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ტრამპზე თავდასხმას ამზადებდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Рахимова проиграла американке Доулхайд на старте турнира WTA в Индиан-Уэллсе






Лаишевские школьники собрали гуманитарный груз и 50 тыс. рублей для бойцов СВО

Москвич задержан за стрельбу из пневматики по подросткам на Боровском проезде

ЦИК Румынии запретил баллотироваться в президенты самому популярному кандидату

Памятник Шреку обнаружен на заводской проходной. Откуда он там взялся?