Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ ჩაატარა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა

0
ჩრდილოეთ კორეის არმიამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - იუწყება სამხრეთ კორეის სააგენტო "რიენჰაპი", სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის მეთაურებზე დაყრდნობით. დღევე იწყება სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნა.


სამხრეთ კორეის არმიის მონაცემებით, რაკეტები გაუშვეს ჩრდილოეთ კორეის ხვანჰე-პუნქტოს დასახლებიდან, ყვითელი ზღვის მიმართულებით.


იუწყებიან, რომ ბალისტიკური რაკეტის ფრენის რადიუსი 60-100 კილომეტრია. "არსებობს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვების ალბათობა", - ამბობენ სამხედროები.


ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების ეს შემთხვევა პირველია თითქმის ორი თვის განმავლობაში, და პირველია მას მერე, რაც 20 იანვარს დონალდ ტრამპი შეუდგა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.


10 მარტს იწყება სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ძალების რეგულარული ერთობლივი წვრთნა კორეის ნახევარკუნძულის დაცვის შესახებ, სათაურით Freedom Shield. წვრთნები 20 მარტამდე გასტანს. ჩრდილოეთი კორეა აპროტესტებს ამ ქვეყნებს შორის ერთობლივ სწავლებებს და ამას უწოდებს "ჩრდილოეთში შეჭრის რეპეტიციას".


ჩრდილოეთმა კორეამ ახლახან გაავრცელა ცნობა ბირთვული რეაქტორის მქონე წყალქვეშა ხომალდის მშენებლობის შესახებ, ხომალდს ბალისტიკური რაკეტების გადაზიდვის შესაძლებლობა ექნება. მშენებლობის დაწყებას დაესწრო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი.


მარტშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფხენიანი, როგორც ჩანს, ასრულებს მშენებლობას თავისი პირველი თვითმფრინავისა გრძელი რადიოლოკაციური აღმოჩენის შესაძლებლობებით.


იანვრის დასაწყისში ფხენიანი იუწყებოდა უახლესი ჰიპერბგერითი რაკეტის გაშვებაზე. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ლაპარაკობს სარაკეტო და ბირთვული პოტენციალის განვითარების დაჩქარებაზე.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова не смогла выйти в третий круг турнира в Индиан-Уэллсе






Студентки года: стартовали съемки продолжения сериала ТНТ «Первокурсницы»

Роскошный маскарад и звездный десант: в ресторане "Яр" отгремел день рождения Елены Батуриной

Росгвардейцы помогли пожилой женщине, упавшей на улице в Москве

Андрей Воробьев: третий сотрудник «Мираторга» умер после атаки дронов