აზერბაიჯანმა რუსეთს უარი უთხრა ყოფილი მოსამართლის ექსტრადიციაზე
ხახალევა რუსეთის თხოვნით ბაქოში 2025 წლის იანვრის ბოლოს დააკავეს. გამოცემა "კომერსანტი" წერდა, რომ ის დააკავეს აეროპორტში, დუბაიში გაფრენამდე. თავიდან ხახალევა საკანში მოათავსეს, 4 თებერვალს იგი გაუშვეს პოლიციის მეთვალყურეობით.
რუსეთში ხახალევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თაღლითობის მუხლით. გამოძიების ვერსიით, 2016 წლიდან 2019 წლამდე ხახალევა სამუშაო ადგილას 127 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა, და მან მოატყუა სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც ავსებდნენ სამუშაო დროის გრაფიკს. ამის შედეგად ხახალევამ მიიღო 1,2 მილიონ რუბლამდე (დაახლოებით 3,700 დოლარი) ოდენობის ხელფასი.
ელენა ხახალევას სახელი ცნობილი გახდა 2017 წელს, როცა მედია წერდა მისი ქალიშვილისა და გამომძიებელ ვადიმ ბადალოვის ფეშენებელურ ქორწილზე. წვეულებაზე იყვნენ ნიკოლაი ბასკოვი, ვალერი მელაძე, ვერა ბრეჟნევა, იოსიფ კობზონი და რუსეთის სხვა ვარსკვლავები. კრასნოდარსკის სასამართლოს საგამოძიებო საბჭომ დაადგინა, რომ საქორწინო წვეულებაზე დაიხარჯა 4,5 მილიონი რუბლი (51,300 დოლარი).