Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ბუქარესტში მღელვარებაა, ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯესკუ იბრძვის საარჩევნო აკრძალვის გასაუქმებლად

0
რუმინელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ იბრძოლებს ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, მას შემდეგ, რაც მისმა დისკვალიფიკაციამ შეტაკებები გამოიწვია მის ასობით მომხრესა და პოლიციას შორის.


ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ ბუქარესტში მღელვარებაა. ჯორჯესკუმ 10 მარტს თავის მომხრეებს სოციალური მედიით მოუწოდა მშვიდობიანობის შენარჩუნებისკენ. "ჩვენ ბოლომდე ვივლით ერთი და იმავე ღირებულებებისთვის, მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის", - ამბობს ჯორჯესკუ.


მას ადგილობრივი დროით 10 მარტის საღამოს 7 საათამდე აქვს დრო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. ჯორჯესკუს დისკვალიფიკაცია დაეფუძნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ნოემბერში ჩატარებული არჩევნები. იმ კენჭისყრის პირველ რაუნდში ჯორჯესკუმ გამარჯვება მოიპოვა.


რუმინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეტაკებებისას დაშავდა უსაფრთხოების ძალების 13 თანამშრომელი. დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, ქვები დაუშინეს პოლიციას - რომელმაც საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და დემონსტრანტების ნაწილი დააკავა.


რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დეკემბერში, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე გააუქმა, მიზეზად კი არჩევნებში ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა.


კალინ ჯორჯესკუს მიმართ ამჟამად სისხლის სამართლის ექვსი საქმე მიმდინარეობს, მათ შორის ლაპარაკია ფაშისტური ორგანიზაციის წევრობასა და კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Самсонова одержала победу над Касаткиной на турнире WTA 1000






В СОУНБ пройдёт открытая арт-лекция «Художники запасной столицы»

Некоторые категории населения могут не платить за ЖКУ: эксперт

Студентки года: стартовали съемки продолжения сериала ТНТ «Первокурсницы»

“Проснулся от сильной боли в левом плече”: раненый житель Подмосковья рассказал о налете БПЛА