"უნივერსიტეტიდან გამაგდეს" - თსუ-ს ლექტორი გიორგი ცერცვაძე
"უნივერსიტეტიდან გამაგდეს. ახლა რომ ვაანალიზებ, უფრო ადრეც ვიყავი გასაგდები. დღეს თვალი ამეხილა და მინდა გულწრფელად მოვინანიო ის სამწუხარო რეალობა, რომ დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის წისქვილზე ასე თავხედურად და აღვირახსნილი ცინიზმით ვასხამდი წყალს…", - ირონიულად წერს ცერცვაძე.
ცერცვაძე, ასევე მადლობას უხდის კოლეგებს, რომლებმაც მისი საგნების წაკითხვა გადაიბარეს.
"დიდი მადლობა კოლლეგებს, რომლებმაც ცქვიტად აიღეს საკუთარ თავზე ჩემი საგნების წაკითხვა, რომლებიც ჩემამდე საერთოდ არ იკითხებოდა და ჩემი დანერგილი და შემოტანილია 2011 წლიდან.
ასევე, თუ საჭირო გახდა, შემიძლია მივუთითო ერთ ორ ადამიანზე, ვინც საჯაროდ არ წერს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გლობალური ომის პარტიის და დიფ სთეითის თაყვანისმცემელია. გულში", - წერს ის.
რადიო თავისუფლება მისი უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შესახებ მეტი დეტალისთვის გიორგი ცერცვაძეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.