ვაშინგტონი, კანადის პროვინცია ონტარიოს მიერ ელექტროენერგიაზე 25%-იანი ტარიფის შემოღების საპასუხოდ, 12 მარტიდან 50%-მდე გაზრდის ტარიფს კანადიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა სოციალურ ქსელ Truth-ში.