Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Июнь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

თუკი ბავშვის დაბადება ყველგან უხარიათ, მაშ რატომ არის შობადობის კრიზისი მსოფლიოსა და საქართველოში?

0
მსოფლიოში მილიონობით ადამიანს არ შეუძლია ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენიც სურს და ამის მიზეზი სულაც არ არის მშობლობაზე უარი.
„მინდა შვილი, მაგრამ რთულია. ჩემს ქალაქში ბინის ყიდვა ან ხელმისაწვდომ ფასად ქირაობაც კი შეუძლებელია. თან, არ მინდა შვილის გაჩენა ომის პირობებში და გლობალური გარემოს გაუარესების ფონზე, სადაც ვიცი, რომ მას შეიძლება ტანჯვა ელოდეს”, - ამბობს 29 წლის ქალი მექსიკიდან.„შვილის გაჩენა ამ სამყაროში მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ნამდვილი გამოწვევა მათი ღირსეულად აღზრდაა. ამისთვის კი საჭიროა კარგი გარემო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, - ასე პასუხობს 30 წლის მამაკაცი პარაგვაიდან.“სანამ ამ ქვეყნად ბავშვის ყოლას გადავწყვეტ, მანამდე მე უნდა ვიბრძოლო ერთნაირი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებისთვის, სუროგაციისთვის, შვილად აყვანის უფლებისთვის, მშობლად აღიარებისთვის იმ ქვეყანაში, საიდანაც მე ვარ. ეს მილიარდობით ახალგაზრდის ბრძოლაა, რომლებიც იმ სისტემებში არიან ჩარჩენილი, სადაც მათ ართმევენ უფლებებსა და ღირსებას”, - ამბობს 26 წლის რომანი აზერბაიჯანიდან.

შვილის ყოლასთან დაკავშირებული კითხვები და შიში ერთნაირად აწუხებთ ადამიანებს მექსიკიდან პარაგვაიმდე, ბელგიიდან ფილიპინებამდე თუ ზამბიიდან ინდოეთამდე.
“საფრთხე მსოფლიოსთვის შობადობის მაჩვენებლის შემცირება ან გაზრდა იმდენად არ არის, რამდენადაც ის, რომ საფრთხე არ დაემუქროს ადამიანების არჩევანის თავისუფლებას”, - ასეთია გზავნილი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და YouGov-ის 2025 წლის მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის ანგარიშისა „შობადობის კრიზისი: რეპროდუქციული ავტონომიისთვის ბრძოლა ცვალებად სამყაროში“, რომელმაც ეს საკითხი 14 ქვეყანაში იკვლია.
14 000-ზე მეტი სრულწლოვანი ქალისა და კაცის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ნამდვილი არჩევანის გაკეთება მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ ცხოვრებაში ყველაზე ინტიმურ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
შობადობის მაჩვენებლები ყოველთვის სულაც არ არის თავისუფალი არჩევანის შედეგი.
“ნუ დასვამთ კითხვას ასე: უნდათ კი ადამიანებს შვილების ყოლა? დიახ, უნდათ. მაგრამ მათ საამისოდ უნდა ჰქონდეთ ღირსეული პირობები. მათ სჭირდებათ ანაზღაურებადი მშობლის შვებულება, ხელმისაწვდომი რეპროდუქციული დახმარება, მხარდამჭერი პარტნიორები…" - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველი მეხუთე ადამიანი მოელის, რომ ვერ ეყოლება იმდენი შვილი, რამდენიც სურს.
ამ წინასწარგანწყობას აქვს თავისი ახსნა - მშობლად გახდომის სურვილის ახდენას ხელს ეკონომიკური და სოციალური ბარიერები უშლის. მათ შორის:
ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯები;საცხოვრებლის პრობლემა;სამსახურის არასტაბილურობა;მომავლის და სამყაროს მდგომარეობის მიმართ შიში და შფოთვა (ომები, კლიმატის ცვლილება);სექსისტური ნორმები;შესაფერისი პარტნიორის არარსებობა და კიდევ სხვა არაერთი მიზეზი.გამოკითხული ყოველი მეხუთე ადამიანი ჩივის, რომ მასზე ზეწოლა მოახდინეს მაშინ, როცა არ სურდათ შვილი ჰყოლოდათ
გამოკითხულთა 11%-მა თქვა, რომ შვილებზე ზრუნვის უთანასწორო ტვირთია ის მიზეზი, რაც მათთვის შვილების ყოლის შესაძლებლობას აფერხებს.
ხოლო 40%-მა, უკვე 50 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა, შენიშნეს, რომ მათ ვერ შეძლეს სასურველი რაოდენობის შვილების ყოლა.
11% ფიქრობს, რომ ეყოლება ნაკლები შვილი, ვიდრე ისურვებდა, 7% ფიქრობს, რომ ეყოლება უფრო მეტი.
ადამიანების დაახლოებით 37%-მა თქვა, რომ ელიან სასურველი რაოდენობის შვილების ყოლას.
დღეს რეპროდუქციული ასაკის ზრდასრული მოსახლეობის 20% მოელის, რომ მათ ასევე არ შეეძლებათ სასურველი რაოდენობის შვილების ყოლა.
გამოკითხულთა 39 პროცენტმა გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსური მიზეზი დაასახელა.
თითქმის 13%-ს გამოუცდია როგორც არასასურველი ორსულობა, ასევე შეხვედრია ბარიერები შვილის ყოლის გზაზე, რაც მიუთითებს, რომ სისტემები და გარემო ადამიანებს ვერ ეხმარება რეპროდუქციული გადაწყვეტილებების მიღებისას.
ანგარიშის მიხედვით, 14-ვე ქვეყანაში ადამიანები ყველაზე ხშირად ამბობდნენ, რომ მათ უნდოდათ ორი შვილის ყოლა, თუმცა ცხოვრების მანძილზე გეგმები შეეცვალათ - ზოგმა ნაკლები შვილის ყოლა გადაწყვიტა, ზოგმა - მეტის.
მსოფლიო იცვლება, მაგრამ როგორ?დემოგრაფიული პროგნოზებით, დედამიწის მოსახლეობა ერთი საუკუნის განმავლობაში ჯერ თავის პიკს მიაღწევს, მერე კი შემცირებას დაიწყებს. “შობადობის კრიზისის” ანგარიშში წერია, რომ გარდაუვალი იქნება ხანდაზმული ადამიანების რიცხვის ზრდა და ახალგაზრდა ადამიანების, სამუშაო ძალის მქონე მოსახლეობის რაოდენობის შემცირება.
პოლიტიკის შემქმნელები სხვადასხვა ქვეყანაში, ამ მიზეზით, სულ უფრო ხშირად წინასწარმეტყველებენ “აპოკალიფსურ სცენარებს” - თან ქალების ხმამაღალი გაკიცხვის ფონზე, იმის გამო, რომ ისინი უარს ამბობენ რეპროდუქციული სურვილები “ეროვნულ დემოგრაფიულ მიზნებს მიუსადაგონ”.
დაბალი შობადობის გამო შეშფოთების გამოხატვით ცნობილია, მაგალითად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, რომელიც ამბობს, რომ ბევრი შვილის ყოლით თავად იძლევა მაგალითს. 2024 წელს დიდი დისკუსია და მწვავე კრიტიკა გამოიწვია მისმა განცხადებამ X-ზე, რომ ახალგაზრდებს „ორსულობის შიშის სწავლების ნაცვლად, უშვილობის შიში უნდა ვასწავლოთო”.
Guardian-ის მიმომხილველი არვა მაჰდავი 2024 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „გამრავლებისადმი მასკის აკვიატებას“ ასე გამოეხმაურა: „მასკმა ერთი რამ უნდა ისწავლოს - სპერმის დონორობა ძალიან განსხვავდება მშობლობისგან... მიუხედავად იმისა, რომ მასკი თავისი შვილებისთვის ფოტოსესიებს აწყობს, როგორც ჩანს, ის მშობლობის მძიმე სამუშაოს უმეტეს ნაწილს სხვებს ანდობს. თუმცა მასკის მშობლობის უნარები არ არის რეალური პრობლემა... პრობლემაა, რომ მილიარდერი, თავისი გამრავლებისადმი აკვიატებით, არის მომავალი ადმინისტრაციის ნაწილი, რომელსაც სურს რეპროდუქციული უფლებების გაუქმება და ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ქალები იძულებით აჩენენ შვილებს“.
UNFPA-ს ახალი ანგარიში ხაზგასმით ამბობს, რომ რეალური კრიზისი სწორედ ის არის, რომ სულ უფრო ხშირად ირღვევა ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი, რეპროდუქციული ავტონომიის უფლება - თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა ან როდის და ვისთან ჰყავდეს შვილი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემიც შენიშნავს, რომ მოსახლეობის შობადობაზე საუბარს ძალიან ხშირად ეთნონაციონალიზმის გასაძლიერებლად იყენებენ, რაც მხოლოდ შიშს აღვივებს და შედეგი არ მოაქვს.
და ეს მაშინ, როცა UNFPA-ს მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მონაცემებით, ყოველი ათი ქალიდან ერთი ვერ წყვეტს კონტრაცეფციის გამოყენებას. ყოველი მეოთხე ქალი ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და ყოველი მეოთხე ქალი ვერ ამბობს „არას“ სქესობრივ კავშირზე.
რა “მეორეც გააჩინე”? გგონიათ, ასე ადვილია?“სახატავ ფურცელს დავუდებ და დავბრუნდები”, - მეუბნება ქეთა სიხარულიძე, 33 წლის დედა საქართველოდან, რომელიც მეორე შვილის გაჩენას აღარ აპირებს. დროდადრო საუბარს მისი ორი წლის შვილი გვაწყვეტინებს - დედას რაღაცებს ეკითხება. ქეთა ცალი ხელით შვილს ართობს, სათამაშოებს აწვდის, რომ დროებით მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს და საუბარი შევძლოთ.
ქეთა ბავშვის გაჩენას ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა. ფიქრობდა, რომ ოდესმე შესაძლოა დედა გამხდარიყო, მაგრამ ეს დაგეგმილი არ ჰქონია:
“ვიცოდი, რომ კარგი დედა ვიქნებოდი, მაგრამ იმასაც ველოდი, რომ ძალიან ბევრი რამის დათმობა მომიწევდა. თან მეშინოდა, როგორ გამეჩინა შვილი ამ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება სამსახური დაკარგო”.
დღეს ქეთა და მისი მეუღლე ბავშვს ერთად ზრდიან, დამხმარეების გარეშე, ზრუნვას 50-50-ზე ინაწილებენ, თუმცა ეს ქეთასთვის არ არის საკმარისი მიზეზი მეორე შვილის გაჩენისათვის.
გვიყვება, რომ საქართველოში წინასწარ არავინ გიმხელს, რა სირთულეების და სტრესის გადატანა უწევს ქალს მშობიარობის შემდეგ, როგორი რეალობის წინ შეიძლება აღმოჩნდე სრულიად მარტო. ამიტომ, თავად ყველას აფრთხილებს, რისი დათმობა მოუწევთ და სად გაუჭირდებათ:
“გააჩენ ერთ ბავშვს და მალევე გეუბნებიან: ახლა მეორეც! რა ახლა მეორეც? ვინ დააწესა? თან ამას გირჩევენ სახლშიც, სამსახურშიც, რა მოხდა, გაიზრდებიანო. საერთოდ არ არის ასე. როცა ბავშვი გყავს, მისთვის საუკეთესო გინდა, რასაც ყველაფერი ეწირება - შენი დრო, ენერგია, ფინანსები, თავისუფლება. კი არ გენანება, ცხადია, ყველაფერი მისთვის გინდა, მაგრამ მეორე რომ გააჩინო, მასაც ხომ იგივე უნდა გაუკეთო? თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ამას შეძლებ, როგორ უნდა დაიმატო კიდევ ერთი ადამიანი?”
გაეროს მოსახლეობის ფონდის ამ ანგარიშში, მართალია, ცალკე საქართველო არ უკვლევიათ, თუმცა ჩვენთან შობადობის ჯამური კოეფიციენტი ყოველწლიურად იკლებს.
2023 წელს საქართველოში 5%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე 2022 წელს. ასეთი ხანგრძლივი „დამრეცი ღერძი“ შობადობის გრაფიკზე საქართველოში 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა. ახალშობილთა რაოდენობა 2014 წლიდან 2023 წლამდე 20 ათასით შემცირდა. ამ პერიოდში მკვეთრად არის შემცირებული როგორც პირველი, ასევე მეორე შვილის გაჩენის შემთხვევები - 2023 წელს 11 194-ით ნაკლები პირველი და 9 647-ით ნაკლები მეორე შვილი გაჩნდა საქართველოში. შემცირებულია ქორწინებების რიცხვიც.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე გვეუბნება, რომ დღეს ქვეყანაში შობადობის ჯამური კოეფიციენტი არის 1,7; ევროპაში - 1,4.
“როცა მოსახლეობის გამრავლებაზე ვლაპარაკობთ, მოსახლეობის ბუნებრივი აღწარმოების კოეფიციენტი უნდა იყოს 2,1 - ეს მაჩვენებელია საჭირო დღეს არსებული რაოდენობით მოსახლეობის შესანარჩუნებლად ან იმისთვის, რომ მეტნი ვიყოთ”.
მარიამ ბანძელაძეს მაგალითად მოჰყავს 2024 წლის გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოკითხვის შედეგებიც, რომელთა მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ორზე მეტი შვილის ყოლა სურს. თუმცა ხშირად ვერც აქ ემთხვევა სურვილი და რეალობა ერთმანეთს.
შემზღუდველი პოლიტიკით, ქალების დადანაშაულებით, აბორტის აკრძალვით თუ ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე ბარიერების დაწესებით, შეუძლებელია ქვეყანაში შობადობის გაზრდა და როგორც მარიამ ბანძელაძეც ამბობს:
“ისიც მითია, თითქოს შობადობას შეამცირებს ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე საუბარი და ინფორმაციის გავრცელება. ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააჩინოს შვილი როდესაც უნდა, რამდენიც უნდა და ჰყავდეს ისეთი პარტნიორი, როგორიც მას სურს. მთავარია, მას ჰქონდეს ისეთი გარემო, სადაც ის დასაქმებას და შვილის გაჩენას ერთდროულად შეძლებს და არ ექნება შიში, რომ მას ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებენ”.
მიზეზები, რის გამოც, საქართველოშიც ბევრი წყვილი არიდებს თავს ერთზე მეტი შვილის ყოლას, ხშირად ემთხვევა სხვა ქვეყნების მიზეზებსაც. ქალები აქაც ჩივიან აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე, კაცები ძალიან იშვიათად სარგებლობენ მამობის შვებულებით (ის აქამდე მხოლოდ 1,3 %-ს გამოუყენებია), ამას ემატება სიღარიბე, მოსაწესრიგებელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, დამსაქმებლების მიდგომა და მრავალი სხვა.
“მეტი ბავშვი მინდა, მაგრამ არ ვაჩენ - ასეთია მშობლების მიდგომა, რადგან მათ არ აქვთ არც ეკონომიკური პირობები, არც სოციალური გარემო”, - გვითხრა მარიამ ბანძელაძემ.
მისი თქმით, საქართველოში კიდევ ორი მიზეზია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება შობადობის მაჩვენებელს: მზარდი მიგრაცია და უნაყოფობა. ეს უკანასკნელი, პირველადი მოკვლევით, საქართველოში დაახლოებით 45 000 ადამიანს აწუხებს.
რაც შეეხება მიგრაციას, აქაც, გაცილებით მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. მიდიან ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალები და ახალგაზრდები:
“ცხადია, შობადობის და ზოგადად მოსახლეობის კლების მიზეზი ესეც არის და პროგნოზიც ასეთი გვაქვს, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4%-ით კიდევ შემცირდება”, - ეუბნება მარიამ ბანძელაძე რადიო თავისუფლებას.
მხოლოდ 2022 წელს საქართველოდან 15-დან 64 წლამდე ასაკის ასი ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. ამ წელს 13 ათასი იყო ემიგრანტი ბავშვების რიცხვი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მისიაა, სახელმწიფოს ამ პრობლემების მოგვარების გზები აჩვენოს და სქემა შესთავაზოს, რომ დემოგრაფიულ ცვლილებებს სისტემა მომზადებული შეხვდეს. თუმცა რას გააკეთებს სახელმწიფო, ეს უკვე სხვა საქმეა.
კიდევ რა არის შვილის გაჩენაზე უარის და ყოყმანის მიზეზები?
როდესაც მსოფლიოს 14 ქვეყანაში კვლევის პროცესში ადამიანებს ჰკითხეს მიზეზები, რამ გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს იმაზე ნაკლები შვილის ყოლა, ვიდრე თავიდან სურდათ, პასუხები ასე გადანაწილდა:
12%-მა დაასახელა უნაყოფიერობა ან დაორსულების სირთულე;7%-მა - ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაში ბარიერები;39%-მა - ძალიან ცუდი ჯანმრთელობა ან ქრონიკული დაავადებები;12%-მა - ფინანსური შეზღუდვები და სირთულეები;19%-მა - საცხოვრებელთან დაკავშირებული შეზღუდვები (მაგალითად: სივრცის ნაკლებობა, მაღალი ფასები ან ქირა);12%-მა - ბავშვზე ზრუნვის საკმარისი/ხარისხიანი სერვისების ნაკლებობა;21%-მა სამუშაოს არასტაბილურობა.უშვილობა ხანდახან გააზრებული არჩევანიც არის. ასეთი ქალებიც და კაცებიც ხშირად საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ ექცევიან. თუმცა მათი უარიც, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული, მჭიდროდ არის დაკავშირებული რეპროდუქციულ ავტონომიასთან.


ერთი ოჯახი, სამი თაობა და შეცვლილი დამოკიდებულება - ინდოეთის მაგალითითაობების ცვლის პარალელურად, ქვეყნებში შვილის ყოლის მიმართ დამოკიდებულებებიც იცვლება. ასე მოხდა ინდოეთშიც, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა 1,5 მილიარდი მოსახლით.
1960 წელს, როდესაც ინდოეთის მოსახლეობა 436 მილიონი იყო, ოჯახში საშუალოდ ექვსი შვილი ჰყავდათ - ეს ის დროა, როცა ქალს ნაკლები კონტროლი ჰქონდა თავის სხეულსა და ცხოვრებაზე.
დღეს ინდოეთში ქალი საშუალოდ ორ შვილს აჩენს.
დევის გვარის ოჯახის სამი თაობის ქალები თავიანთ მაგალითზე გვიჩვენებენ, როგორ აისახა მათ ოჯახზე 65 წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები.
64 წლის სარასვატი დევის, რომელიც 1976 წელს 16 წლისა დაქორწინდა, 30 წლისას უკვე ხუთი ვაჟი ჰყავდა.
“ორსულობებს შორის შუალედის ქონაზე საუბარიც არ იყო. არც კონტრაცეპტივებზე გაგვეგო რამე. არ ვიცოდით, როგორ არ დავვორსულებიყავით და ამის კითხვისაც ძალიან გვეშინოდა”, - იხსენებს სარასვატი, რომელიც ამბობს, რომ ახლა რომ იწყებდეს ცხოვრებას და არჩევნის საშუალება ჰქონდეს, ნაკლები შვილი ეყოლებოდა.
42 წლის ანიტა დევის, სარასვატის რძალს, რომელიც 1990-იანების ბოლოს 18 წლისა დაქორწინდა, დედამთილისგან განსხვავებით, ოჯახის დაგეგმვაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მანაც ექვსი შვილი გააჩინა.
„თავიდან მხოლოდ ერთი ან ორი შვილის ყოლა მინდოდა, რადგან ღარიბები ვართ, დიდი ოჯახის რჩენა ჭირდა, მაგრამ ოჯახში რთული იყო ამაზე საუბარი. ჩემი ქმარი კონტრაცეპტივების წინააღმდეგი იყო”.
26 წლის პუჯა კუმარიმ კი, ანიტას ქალიშვილი, რომელიც მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაქორწინდა 22 წლისა, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სამი წლის განმავლობაში იყენებდა კონტრაცეპტივებს. მეორე შვილის გაჩენა მან მხოლოდ ახლახან გადაწყვიტა.
“შეზღუდული ფინანსებით პატარა ოჯახის ყოლა სჯობს”, - ამბობს პუჯა.
არის კი გამოსავალი შობადობის მაჩვენებლებით მანიპულირება?მუშაობს შობადობის კლების წინააღმდეგ ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა, მაგალითად, მთავრობების დაწესებული “ბავშვის ბონუსები” [ერთჯერადი ფულადი დახმარება ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე] ან მაგალითად, აბორტის აკრძალვა ან გართულება?
ანგარიში ამბობს, რომ არა - ასეთი პოლიტიკა უმეტესად არაეფექტიანია და მან, შესაძლოა, მხოლოდ დაარღვიოს ადამიანის უფლებები.
უნგრეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც ატარებს „შობადობის წახალისების“ პოლიტიკას. მაგალითად, ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი, იღებენ სუბსიდიას 7-ადგილიანი ავტომობილის შეძენისთვის. ან, მაგალითად, დედები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი, სრულად თავისუფლდებიან პირადი შემოსავლის გადასახადისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში. ახალდაქორწინებული წყვილები, რომლებიც გეგმავენ შვილს, იღებენ უვადო სესხს, რომლის თანხამაც შეიძლება მიაღწიოს 10 მილიონ ფორინტს (დაახლოებით €28 000), ხოლო თუ წყვილი სამი ან მეტი შვილის გაჩენას გადაწყვეტს, სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს სესხის თანხას. მთავრობის პროგრამები მოიცავს ფინანსურ შეღავათებს, საგადასახადო შეღავათებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. და ამის მიუხედავად, შობადობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის საკმარისი დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად.
საქართველოში ერთ-ერთი ბოლო მსგავსი ინიციატივის ავტორი იყო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია, რომელმაც ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაზარდა:
„I შვილი – 1 500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა; II შვილი – 3 000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა; III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა; ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1 500 ლარით. ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1 000 ლარისა; გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ ერთ წლამდე ბავშვის ოჯახებს: I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი; II შვილი – 300 ლარი; III შვილი – 450 ლარი; ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით”, - წერია თიანეთის საკრებულოს დადგენილებაში.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინიციატივა ეკლესიას ეკუთვნის, კერძოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც 2008 წლიდან მშობლებს შესთავაზა მათი ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პირადად მონათვლა.
ანგარიშის თანახმად, ყველას ერთნაირად წახალისება არ ხდება - საშუალო და ზედა ფენის, ჰეტეროსექსუალი და თან დაქორწინებული ქალები დედობის იდეალურ კანდიდატებად მიიჩნევიან. ხოლო მარტოხელა ქალებს, ლგბტქია+ ადამიანებს, დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებს შეღავათები ხშირად არ ეხებათ.
წარუმატებელია ყველა გადაწყვეტილება, რომლებიც რეპროდუქციულ არჩევანს ცენტრში არ აყენებს.
გაეროს მოსახლეობის ფონდი მთავრობებს მოუწოდებს, ადამიანებს მისცენ რეპროდუქციული გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების უფლება. და რაც მთავარია:
შექმნან ღირსეული სამუშაო პირობები, მათ შორის, მშობლობის შვებულების კუთხით, ინვესტიცია ჩადონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებში, ხელი შეუწყონ მშობლად გახდომაში ლგბტქი+ და მარტოხელა ადამიანებს.
შექმნან ბავშვზე ზრუნვის ხელმისაწვდომი სერვისები, მოქნილი და ანაზღაურებადი შვებულება მამაკაცებისთვისაც, რომ ბავშვის აღზრდაში ისინიც თანაბრად ჩაერთონ.
საერთოდ რატომ აჩენენ შვილებს?ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ინდონეზიასა და ნიგერიაში, მნიშვნელოვნად თვლიან გვარის გაგრძელებასა და ქონების შენარჩუნებას, მშობლების სიბერეში მხარდაჭერას.
ინდონეზიის, მაროკოსა და ნიგერიის რესპონდენტებმა ასევე მიუთითეს, რომ რელიგიური და სოციალური ვალდებულებები ბავშვების ყოლის მნიშვნელოვანი მიზეზია.
გერმანიასა და შვედეთში რესპონდენტებმა ამ ვალდებულებებს ორჯერ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭეს.
თუმცა ერთი მიზეზი ყველა ქვეყნისთვის საერთო იყო - ბავშვის გაჩენით გამოწვეული სიხარული.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიში მთავრობებს მოუწოდებს, ადამიანებზე ზეწოლის ნაცვლად, გააჩინონ მეტი შვილი, გაარკვიონ ის მიზეზები, რომელთა გამოც ისინი უარს ამბობენ ამ სურვილზე. ამ მიზეზების ცოდნა და მათი გამოსწორება შეიძლება გახდეს წინაპირობა ისეთი გარემოს შექმნისა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ საშუალებაც და თავდაჯერებულობაც, ჰყავდეთ იმდენი შვილი, რამდენიც უნდათ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




«Искренне обидно за Люсю»: Мария Погребняк вмешалась в конфликт Чеботиной с бывшим бойфрендом

Стало известно о нахождении в Иране 51 российского артиста

«585*ЗОЛОТОЙ» представил коллекцию украшений «Драгоценная Россия»

Сезонное обострение дерматита: как можно бороться с этим комплексно?


Israel’s attacks on Iran may keep Fed rate cuts on hold, just as inflation was looking better

USDOT wants more self-driving cars without pedals or steering wheels

Southern Co. quietly makes next-gen nuclear fuel history in Georgia

Bad news for college grads: These 3 economic factors are creating a dismal jobs market for entry-level workers 


Предзимье на Неведомом...

"Золотой Гаишник" сидел в аквариуме как загнанный зверёк: Судья одним ударом молотка решила его судьбу

Aldabra tortoise

Псковская парусная регата продолжается, несмотря на сильный ветер


Solasta 2 is switching to D&D 5th edition's 2024 rules update

Oil rig horror game Still Wakes the Deep is going underwater in a surprise story expansion that arrives next week

Friday Night Multiplayer 2.1

A rumor that Nier: Automata's character designs were censored for Western audiences came from a mistranslation, creators say



Экономический эффект стартов Лиги марафонов БРИКС составил 4,8 миллиарда рублей в год

Выставка одной картины из Третьяковской галереи открылась в Кафедральном соборе Калининграда

В Центральном округе Росгвардии прошли торжественные мероприятия, посвященные Дню России

Безопасность праздничных мероприятий ко Дню России в регионах ЦФО обеспечили военнослужащие и сотрудники Росгвардии




Turkish Airlines потеряла багаж с нескольких направлявшихся из Антальи в Москву рейсов

ЕАЭС берётся за строительный мусор: лицензии, квоты, запреты

«Больше 15 миллионов»: блогера Диану Коркунову обокрали в Париже

Рок-хиты исполнит в Белогорске большой оркестр со всей страны


Тверской Манеж: от переулка к длинной улице

В Подмосковье сохраняется низкий уровень пожарной опасности

Путин поприветствовал участников музыкального конкурса Рахманинова

Обрушение моста в Пермском крае: СК проверяет обстоятельства инцидента


Александрова победила Кудерметову в четвертьфинале турнира в Хертогенбосе

Шнайдер обыграла Бултер и вышла в 1/4 финала теннисного турнира в Лондоне

Шагнёт ли Мертенс в полуфинал Хертогенбоса? Юань — Мертенс: прогноз и ставка

Шнайдер извинилась перед британскими болельщиками после победы над Бултер на турнире WTA


В Подмосковье сохраняется низкий уровень пожарной опасности

Обрушение моста в Пермском крае: СК проверяет обстоятельства инцидента

Главные новости дня, 14 июня 2025 года

IRNA: Иран успешно нанес удар по нефтеперерабатывающему заводу в Хайфе


Музыкальные новости

СБУ сообщила о подозрении рэперу Тимати за незаконный въезд в аннексированный РФ Крым

"Ты научил меня любить". Жена Басты устроила ему сюрприз по случаю годовщины свадьбы и венчания

Концертный ТУР для Певцов, Артистов, Музыкантов.

Продвижение музыки ВКонтакте.



Александр Цыпкин: «Если я выйду из соцсетей и сконцентрируюсь, то немедленно «Войну и мир» напишу»

Выставка одной картины из Третьяковской галереи открылась в Кафедральном соборе Калининграда

Спектакль «Гофман. Песочный человек»

Экономический эффект стартов Лиги марафонов БРИКС составил 4,8 миллиарда рублей в год


Отец Илона Маска: никто в США не верит «авторитетным» телеканалам CNN, NBC и ВВС

Собянин: Между МЦК и станцией метро «Ботанический сад» появится новая пересадка

Названы самые любимые города для выезда у футбольных болельщиков

В пяти странах Центральной Азии покажут международную версию «Любимых крылатых выражений Си Цзиньпина»


Подросток пострадал в ДТП на западе Москвы:

Инцидент в Москве: 15-летний подросток пострадал в ДТП с легковушкой

СК России инициировал дело после нападения подростков на мужчину в Москве

В Москве подростки устроили бойню из-за внешнего вида мужчины и напали на автобус


Путин и Трамп не исключают возможность возобновления переговоров по Ирану

Владимир Путин: Либерализм мира стал новым тоталитаризмом

Глава РФПИ высказался о разговоре между Путиным и Трампом

Трамп в разговоре с Путиным отметил тревожный характер ситуации на Ближнем Востоке





Каждый сможет сказать «спасибо» врачам: в Москве пройдет акция благодарности героям в белых халатах

Реконструкция поликлиники в Москве: 80% готовности, открытие в 2023 году

В Госдуме предложили установить три уровня знака «Почетный донор России»

Владимир Ефимов: Готовность детско-взрослой поликлиники после реконструкции в Филимонковском районе составляет 80 процентов


Болтливый блогер: Враг или дурак?


ФИФА планирует переместить зрителей на клубный чемпионат мира для улучшения телетрансляции

"В шоке от простоты": амурский губернатор удивил организаторов рок-н-моба в Белогорске

Экономический эффект стартов Лиги марафонов БРИКС составил 4,8 миллиарда рублей в год

«Динамо» объявило весь тренерский штаб Карпина


Лукашенко предупредил о чрезмерном употреблении картофеля

Лукашенко обещает подарить Путину сыр с изображением Кремля

Лукашенко пообещал преподнести Путину необычный подарок

Лукашенко обещал жестко crackdownить на случаи гибели скота



Сергей Собянин открыл обновленный Домик Петра I в Коломенском

Сергей Собянин. Главное за день

Сергей Собянин объявил о завершении реставрации домика Петра I в «Коломенском»

Сергей Собянин объявил о завершении реставрации домика Петра I в "Коломенском"


За сутки в России ликвидировано 42 природных пожара

В Дагестане запущен круглосуточный контроль радиационной обстановки

Валдайский парк принял участие в форуме «Путешествуй» в Москве


Главные новости дня, 14 июня 2025 года

Тамбовчан приглашают на III Всероссийский фестиваль "Душа баяна"

Обрушение моста в Пермском крае: СК проверяет обстоятельства инцидента

«Вдруг появляется F-16»: Патриарх Кирилл рассказал о встрече с истребителями НАТО


Два человека погибли при взрыве газа в жилом доме в Архангельске

Дожди накроют регионы в День России

Амурская область вошла в список регионов, которые могут соответствовать зарплатным ожиданиям

Оренбургская область подключилась к проекту Росреестра


"Меня крымчане спасали": актер Михайлов признался в любви к полуострову

Какой сегодня праздник: 14 июня

Туристы-одиночки выбирают Крым – самые популярные города

Первый в России мемориал медикам-героям открыли в деревне Донино Раменского округа


Тверской Манеж: от переулка к длинной улице

IRNA: Иран успешно нанес удар по нефтеперерабатывающему заводу в Хайфе

Путин поприветствовал участников музыкального конкурса Рахманинова

Обрушение моста в Пермском крае: СК проверяет обстоятельства инцидента












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев достиг четвертьфинала турнира в Нидерландах






IRNA: Иран успешно нанес удар по нефтеперерабатывающему заводу в Хайфе

Путин поприветствовал участников музыкального конкурса Рахманинова

ЦАХАЛ совершил покушение на руководство хуситов в Сане

Обрушение моста в Пермском крае: СК проверяет обстоятельства инцидента