უფრო მეტი მწყემსი ამბობს, რომ ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილი იპოვეს, არ გამოიყენება საძოვრად - ადვოკატი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საქმეში გამოჩდა უფრო მეტი მწყემსი, რომლებიც "ერთი ტექსტით, ერთი შინაარსით, ერთნაირი გადმოცემით" ამბობენ, რომ ადგილი, სადაც 23 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, არ გამოიყენება საძოვრად. "თუ იყო ორი, მამა-შვილი, ახლა მრავლდებიან. მათი ჩვენებებით, იქმნება ფონი, რომ მიზანმიმართულად ადასტურებენ, რომ ის ადგილი არ გამოიყენება როგორც საძოვარი", - ამბობს რამიშვილი და განაგრძობს: "ამ დროს, როდესაც მე იმ ადგილას ვიდეო კადრები გადავიღე... Читать дальше...