ამ დღეს 30 წლის წინ დაიწყო ცხინვალის ომი. ეს თარიღი გამქრალია ქართული ისტორიული მეხსიერებიდან. ეს არაა გასაკვირი: საქართველოს ისტორიის თხრობის ორი ძირითადი მოდუსი არსებობს: გმირული და მარტვილური. მოვლენა, რომელიც არცერთში არ ეწერება, თითქმის განწირულია ისტორიული დავიწყებისათვის.
ცხინვალის ომი გვიჩვენებს, რომ ისტორიული როლები, რომლებსაც ჩვენ მივაწერთ ისტორიულ ფიგურებს, როგორც მინიმუმ ამბივალენტურია: დღევანდელი მოძალადე ხვალინდელ მსხვერპლად იქცევა და პირიქით. ასეთი როლი მიუძღვის ცხინვალის ომში და ამ ომში ჩადენილ დანაშაულში ზვიად გამსახურდიას... Читать дальше...