რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით, გამოძიების დასრულებამდე, მოხსნილია თეატრის რეპერტუარის ყველა როლიდან.
ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ია შერაზადიშვილი.
ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, ბესო ზანგური მასზე 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა.
12 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს, 16 აპრილს გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი... Читать дальше...