„ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ამნისტიის ნაწილის განხილვისას შექმნილი დაძაბული ვითარების შესახებ ილაპარაკა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„ამნისტიის თემაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე თალაკვაძეს, ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, რაღაცა საკითხებზე, მაგრამ ყველაფერს ხო არ მოვყვები. იმიტომ, რომ იყო ძალიან მძიმე შეხვედრა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის" ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, განსაკუთრებით დაძაბული იყო ბოლო დღეები. Читать дальше...