ანდრო ლოსაბერიძე - "ჩვენი ამოცანაა დავაბრუნოთ მოსახლეობა ქუთაისში!"
"ქუთაისი იცლება! საქართველოს დიდ ქალაქებს შორის ყველაზე მეტად ქუთაისი დაიჩაგრა იმ მხრივ, რომ გადინება მოხდა ყველაზე მეტად ქუთაისიდან, როგორც თბილისის და ბათუმის, ასევე ევროპის მიმართულებით", -აცხადებს ანდრო ლოსაბერიძე, "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის მერობის კანდიდატი.