რა გაირკვევა ნატოს საგანგებო სამიტზე უკრაინისთვის?
24 მარტს, ბრიუსელში, ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტზე, რომელიც კიევისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი გზების გამონახვას ისახავს მიზნად, სავარაუდოდ იმსჯელებენ პოლონეთის ინიციატივაზეც - ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შევიდეს .