მოსამართლე არეშიძემ „ქართული ოცნების“ განცხადებას უპასუხა
მოსამართლე ეკა არეშიძემ, რომელმაც განიხილა ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მოკვლის საქმე, უპასუხა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ განცხადებას. მისი ფეისბუკსტატუსის დიდი ნაწილი ეთმობა საქართველოს კონსტიტუციის იმ ჩანაწერების ციტირებას, რომლებიც მოსამართლეს საქმიანობაში სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებს.