ნიდერლანდის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოისტერვეიკში, მძარცველებმა სამხატვრო გალერეის შესასვლელი ააფეთქეს და ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის (06.08 1928 — 22.02.1987 წწ.) ორი ნახატი გაიტაცეს. კიდევ ორი ნახატი იქვე, შორიახლოს იპოვეს.
გალერეის მფლობელმა, მარკ ვისერმა განაცხადა, რომ ქურდებმა სცადეს მოეპარათ უორჰოლის ოთხი ნამუშევარი "დედოფლის" სერიიდან, რომელიც "პოპ-არტის მეფედ" აღიარებულმა უორჰოლმა 1985 წელს შექმნა. ეს არის დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის, დანიისა და აფრიკის ესვატინის სამეფოს დედოფლების პორტრეტები. Читать дальше...