არსებობს მექანიზმი, რომელიც მათე დევიძეს პატიმრობას აარიდებს?
ზუსტად 3 წუთი დასჭირდა მოსამართლე დავით კუპატაძეს, რომ 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული 20 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გაეშვა.