28-29 ნოემბრის ღამით, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია და სპეცრაზმი მთელი ღამის განმავლობაში დასდევდა და ძალადობრივად უსწორდებოდა არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ მაშინაც, როცა ისინი თავს აფარებდნენ ახლომდებარე ეკლესიას, აფთიაქსა თუ მაღაზიებს.
ამ სტატიაში ვეცდებით აღვადგინოთ ის სურათი, რაც ქაშვეთის ტაძარში, რუსთაველზე მდებარე აფთიაქსა და სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში სპეცრაზმის მივარდნას მოჰყვა.
ქაშვეთში ჩაკეტილები - „გვეგონა დავიხრჩობოდით“
როცა შუაღამით, სპეცრაზმმა, რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტების დარბევა დაიწყო... Читать дальше...