ტელეკომპანია რუსთავი 2 ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, თამარ ნუცუბიძემ დატოვა. ჟურნალისტმა ინფორმაცია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
თამარ ნუცუბიძეს მიაჩნია, რომ საქართველო ასე შორს ევროკავშირისგან არასდროს ყოფილა, რის გამოც მაყურებლის წინაშე პირად პასუხისმგებლობას გრძნობს.
„თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ოცდახუთი წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, არჩევნები, მიტინგები, აქციები, მინისტერიალები და სამმიტები. ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე... Читать дальше...