თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის სიახლოვეს პოლიციამ დააკავა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებას დამფუძნებელი ზურა გირჩი ჯაფარიძე. ჯაფარიძის გარდა დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე, რომელთა რაოდენობის დაზუსტებასაც რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ცნობილია რომ ერთ-ერთი დაკავებული ლუკა მიშველაძეა.
თვითმხილველები ჰყვებიან რომ პოლიცია სასტიკად სცემდა, მოფარებულ ადგილებში იტაცებდა მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა მათ, ვისაც აკავებდა. Читать дальше...