ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინის, ილია ღლონტის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა
ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრისა და ერთ-ერთი ადმინის, ილია ღლონტის ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკა ჩაატარა. უწყების თანამშრომლებმა დალუქეს და წაიღეს მისი პირადი ტელეფონი და ლეპტოპი. შსს-ს თანამშრომლებმა ილია ღლონტის ადვოკატს განუმარტეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა საქმეზე, რომელზე გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული: 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და 239-ე პრიმა - ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით. "ჩემი მთელი საქმიანობა არის საჯარო. Читать дальше...